მოწვევა მრგვალ მაგიდაზე – “ატომური ენერგეტიკა: მითი და რეალობა”.

ა.წ. 17 მარტს 15.00-დან 19.00 სთ-მდე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ოფისში (მის. რადიანის ქ., 5) გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე “ატომური ენერგეტიკა: მითი და რეალობა”. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ბ-ნი გერდ როზენკრანცი, ავტორი წიგნისა “ატომური ენერგეტიკა: მითები და ლეგენდები”, აგრეთვე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები. შეხვედრის მიზანია საზოგადოებრივი დებატებისა და დისკუსიების ინიციირება საქართველოში ატომური …

»»»

მწვანე ალტერნატივის მიმართვა

abra GA

ა.წ. 21 მარტს, მწვანე ალტერნატივამ წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მთავრობის პროგრამასთან – „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“ – დაკავშირებით. ორგანიზაცია თვლის, რომ პროგრამის მიზნის მიღწევისათვის მნიშვნელოვანია გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ამოცანების დასახვა, რაც სამწუხაროდ, მთლიანად ყურადღების მიღმაა დარჩენილი.  სრული ინფორმაციისათვის ჩამოტვირთეთ წერილის ტექსტი.

»»»

ტყითსარგებლობის აუქციონი გაუქმებულია

Picture 002

ტყითსარგებლობის აუქციონი გაუქმებულია: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ტყითსარგებლობის გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემის მიზნით გამოცხადებული აუქციონი, რომელიც ამა წლის 18 და 19 თებერვალს უნდა გამართულიყო, აღარ შედგება. ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ აუქციონის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. 1. სასამართლო სხდომა შედგა ამა წლის 5 თებერვალს, რომელზეც მოპასუხემ წარმოადგინა მინისტრის მოვალეობის …

»»»

საჩივარი დავით ჩანტლაძის პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით

baneri_GA

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის, ბატონი გიორგი ცხაკაიას დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნით, ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ საჩივრით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ბატონ დავით ჩანტლაძეს. საჩივარში აღწერილი იყო კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევის მთელი რიგი შემთხვევები, რომელთა გამოძიების მიზნით გენერალური ინსპექციის მიერ …

»»»

შენიშვნები ტყის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით

DSC00512

ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ მოამზადა კითხვები და შენიშვნები საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით. დოკუმენტი განსახილველად გაეგზავნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. მისი ნახვა შესაძლებელია ტყის დამოუკიდებელი მონიტორინგის ვებ-გვერდზე.

»»»

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა უნარშეზღუდული ბავშვების დასახმარებლად

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა უნარშეზღუდული  ბავშვების დასახმარებლად – 13 -14 იანვარი თბილისის ზოოლოგიურ პარკში, ასოციაცია “მწვანე ალტერნატივასა” და ზოოლოგიური პარკის დახმარებით, გაიმართება საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა უნარშეზღუდული ბავშვების დასახმარებლად.  გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება კავშირი “ია”-ს მზრუნველობის ქვეშ მყოფი შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მიერ შექმნილი ნაკეთობები (თიხის სამკაულები, თექის სამკაულები და თექის სათამაშოები, ნაჭრის თოჯინები და …

»»»

საქართველოს ტყეების მომავალს სასამართლო გადაწყვეტს

IMG_2232

ა.წ. 21 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველმა კოლეგიამ დასაშვებად ცნო ასოციაცია მწვანე ალტერნატივას სარჩელი. ამ სარჩელით მწვანე ალტერნატივა ითხოვს გაუქმდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი მინისტრის ბრძანებები, რომელთა საფუძველზეც ა.წ. მაისში გაიყიდა სამი ხანგრძლივვადიანი ლიცენზია ხე-ტყის დამზადებაზე. ამასთანავე, ასოციაცია ითხოვს გაუქმდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტები, რომლითაც უარი ეთქვა მწვანე ალტერნატივას ზემოთ აღნიშნული ბრძანებების ადმინისტრაციული წესით …

»»»

წერილი საქართველოს სახალხო დამცველს, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

5238_4bc04d1441191

ბატონო სოზარ აღნიშნული წერილით, გვსურს თქვენი ყურადღება თბილისის წყალმომარაგების სისტემის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე და ჩვენი ორგანიზაციის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე მივაპყროთ, რამაც საზოგადოების სერიოზული და სამართლიანი შეშფოთება გამოიწვია.  მოგახსენებთ, რომ შპს. “თბილისის წყალმა” 2007 წლის გაზაფხულიდან დაიწყო საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანება (საერთო მრიცხველების დამონტაჟება) და საცხოვრებელ კორპუსებში სულადობის მოწესრიგება. ვაშლიჯვარი წარმოადგენს თბილისის ერთ-ერთ პირველ უბანს, სადაც საერთო …

»»»

შენიშვნები „ტყით სარგებლობის გეგმის შედგენის შესახებ“ დოკუმენტზე

Picture 002

მწვანე ალტერნატივამ მოამზადა შენიშვნები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტზე „ტყით სარგებლობის გეგმის შედგენის შესახებ“ დებულების პროექტზე.

»»»

შეშის ვაუჩერი გაყინულ სოფლებს ვერ გაათბობს

IMG_0457

მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის შეშით მომარაგებასთან დაკავშირებით შექმნილია მძიმე სიტუაცია, რომლის გადაჭრა მხოლოდ შეშის ვაუჩერების დარიგებით შეუძლებელია. საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობას პრეზიდენტის საჩუქრის სახით შეშის ვაუჩერი ურიგდება. ვაუჩერი გულისხმობს თითოეული ოჯახისათვის 5 კუბური მეტრი შეშის ბუნებრივი რესურსის მოსაკრებლის (10-15 ლარის) ანაზღაურებას. ასევე მოიხსნა ხე-ტყის დამზადებასა და ტყიდან ტრანსპოტრირებაზე დაწესებული 24 საათიანი ვადა. საქართველოს …

»»»

Page 32 of 37« First...1020...3031323334...Last »