სატყეო რეფორმის კონცეფციის განხილვა

baneri_GA

2006 წლის 7 მარტს, ასოციაცია მწვანე ალტერნატივას ინიციატივით, შედგება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სატყეო რეფორმის კონცეფციის განხილვა. შეხვედრაზე განხილული იქნება აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი ნაკლოვანებები, შესაძლო უარყოფითი შედეგები და რეკომენდაციები გასაუმჯობესებლად.  შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შესაძლოა შემუშავდეს ერთობლივი მიმართვა საზოგადოებისა და ხელისუფლებისადმი.  შეხვედრა გაიმართება დიუმას …

»»»

ევროპის “მწვანე” სამეზობლო პოლიტიკა

baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა" გაცნობებთ, რომ ამა წლის 23 თებერვალს, 11:00 -13.00სთ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ოფისში (რადიანის ქ. 5) გაიმართება შეხვედრა თემაზე: ევროპის "მწვანე" სამეზობლო პოლიტიკა (Greening the European Neighbourhood Policy).  შეხვედრა ტარდება ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა"-ს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ევროკავშირის რეგიონული ოფისისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ევროპის პოლიტიკის ოფისის ერთობლივი პროექტის "ევროპის "მწვანე" სამეზობლო პოლიტიკა"[1] …

»»»

რატომ არის მსოფლიოში დათვზე მეტი ქათამი?

Chicken-roosting-bar

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა შეშფოთებას გამოხატავს ისეთი ეკონომიკური რეფორმის გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ბუნებას ქართველმა ეკონომისტებმა გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებს მიაგნეს  მსოფლიოში ქათმების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე დათვებისა. ამისი მიზეზი კი ისაა, რომ ქათმები კერძო საკუთრებაშია, მათ კლავენ, ჭამენ და ამის გამო უკეთაც მრავლდებიან. დათვებზეც თუ იგივე საკუთრების უფლება გავრცელდება, მათი რაოდენობაც გაიზრდება ქათმების მსგავსად. …

»»»

სატყეო სექტორის მმართველობის გაუმჯობესების პერსპექტივა

BORJOMI_FOREST_1

სატყეო სექტორის მმართველობის გაუმჯობესების პერსპექტივა – არასამთავრობო ორგანიზაციათა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ხედვა და ხელისუფლების გეგმები  გასული წლის 23 დეკემბერს ასოციაცია მწვანე ალტერნატივას ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა – “საქართველოს სატყეო სექტორში მიმდინარე პროცესები და დამოუკიდებელი მონიტორინგი.”  ასოციაცია მწვანე ალტერნატივა სამცხე-ჯავახეთში, კოლხეთის დაბლობსა და რაჭაში, კანონის აღსრულებისა და მმართველობის ეფექტურობის შეფასების და აგრეთვე, უკანონო ქმედებებისა და კორუფციის მექანიზმების …

»»»

“რა მოაქვს მილსადენს ნავთობის გარდა”, ანუ კიდევ ერთხელ დგვარის შესახებ

btc_dgvari

12 ოქტომბერს საქართველოს მთავრობა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია საზეიმოდ აღნიშნავენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთის ნავთობით შევსებას და თავს მოიწონებენ საქართველოს საზოგადოების წინაშე წარმატებით დასრულებული “საუკუნის პროექტით”.  ამ “ღირსშესანიშნავ” დღეს მწვანე ალტერნატივას სურს, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას, “რა მოაქვს მილსადენს ნავთობის გარდა” თუნდაც ერთი სოფლის – ბორჯომის რაიონის სოფელი დგვარის, მაგალითზე.  ორგანიზაციის ვებ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ უახლესი …

»»»

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-ს განცხადება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ განსახილველად წარმოდგენილი გარდამავალი პერიოდის დებულებების თაობაზე

baneri_GA

“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადდა და განსახილველად გავრცელდა მთავრობის დადგენილებათა პროექტები:  “ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე; “ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა …

»»»

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები საქართველოს ენერგოსექტორის პოლიტიკასა და 2004-2005 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები საქართველოს ენერგოსექტორის პოლიტიკასა და 2004-2005 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პოლიტიკის შექმნის პროცესში საზოგადოების თანამონაწილეობის უზრუველყოფისათვის ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა მოაწყოს დოკუმენტის საჯარო განხილვები, რომელთა ჩატარების თარიღისა და ადგილის თაობაზე ინფორმაცია უნდა გაავრცელოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (აგრეთვე სასურველია, აღნიშნული ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზეც გავრცელდეს). ამავე საინფორმაციო საშუალებებით უნდა გავრცელდეს განცხადება განსახილველ დოკუმენტზე შენიშვნების/კომენტარების მიწოდების ვადები და …

»»»

არასრული შეფასება – გარანტია მილსადენის უსაფრთხოებისათვის

btc_kids_2

თბილისი, 9 აგვისტო, 2002 – ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთ ქსელის მიერ დღეს გამოქვეყნებული ორი დოკუმენტი: "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის: საქართველოს მხარე – ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პროექტის ხარისხობრივი ანალიზი" და "კომენტარები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის: საქართველოს მხარე – ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პროექტზე", რომლებიც ნათლად წარმოაჩენენ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების …

»»»

მწვანე ალტერნატივას და CEE Bankwach-ის შენიშვნები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის საქართველოს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე

baneri_GA

კომპანია ბრიტიშ პეტროლიუმ ამოკო აღმაშენებლის 123ა, თბილისი,  საქართველო  შენიშვნები და კომენტარები გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პროექტზე  ძვირფასო ბატონო/ქალბატონო გთხოვთ იხილოთ ამ წერილის კომენტარები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი: საქართველოს გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პროექტზე. ჩვენი აზრით, ანგარიშის პროექტმა ვერ გამომაჟღავნა ის ძირითადი ქმედებები, რათა შემსუბუქებულ და მინიმალიზირებული ყოფილიყო ნავთობსადენის უარყოფითი ზეგავლენა რეგიონის უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასა და …

»»»

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვის ჩანაწერები

baneri_GA

ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" წევრები ესწრებოდნენ კომპანია ბრითიშ პეტროლიუმის მიერ გამართულ საჯარო განხილვებს, რომელიც ტარდებოდა მილსადენის მარშრუტის გასწვრივ მდებარე რაიონებში. მათ ჩაიწერეს დიქტაფონზე და გაშიფრეს კომპანია ბრითიშ პეტროლიუმისა და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კოორპირაციის წევრთა პრეზენტაციები და აგრეთვე ადგილობირვი მოსახლეობების შეკითხვები, მოთხოვნები და მოსაზრებები მილსადენის პროექტთან მიმართებაში. წინამდებარე დოკუმენტში მოცემული BP-ის წევრთა პრეზენტაციების ყველაზე ვრცელი ვარიანტია, რომლებიც …

»»»

Page 36 of 37« First...102030...3334353637