მოწვევა ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად

baneri_GA

საქართველოში უკვე წელზე მეტია მოქმედებს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ნორმები, რომლებიც ახლებურად არეგულირებენ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმიანობების (მათ შორის, სამთო-მოპოვებითი, ქიმიური და მეტალურგიული წარმოების, ენერგეტიკული, სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების) განხორციელების შესახებ სახელმწიფო ორგანოთა მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს. კოდექსმა, ასეთი პროექტების ინიციატორებსაც დაუდგინა ახალი მოთხოვნები დაგეგმილი პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ-ს) ჩასატარებლად. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით შემოტანილი …

»»»

ღია წერილი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს

baneri_GA

პატივცემულო ელჩებო, მართლმსაჯულების ბედით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეები მოგმართავთ როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გულშემატკივრებს. მართლმსაჯულებაში არსებულ  მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ აქამდეც გაგვიკეთებია განცხადებები, სადაც ხელისუფლებას, პოლიტიკურ ძალებს, ამა თუ იმ ინსტიტუტს მივმართავდით. თუმცა, ჩვენი ადრესატი თქვენ აქამდე არ ყოფილხართ, რადგან ყველა ქვეყანაში საკუთარი ბედის შესახებ გადაწყვეტილებებს ამ ქვეყნის მოქალაქეები იღებენ, პარტნიორების ამოცანა კი კეთილი რჩევის მიცემა …

»»»

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას დაცულ ტერიტორიაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა

22

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან საქართველოს პარლამენტში, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. 2018 წლის დეკემბერში, საქართველოს მთავრობის მიერ დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად, იქმნება არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტები, რაც ცალსახად პოზიტიურ ნაბიჯს წარმოადგენს; თუმცა, ეს პოზიტიური მოვლენა მთლიანად იფარება ამავე საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში  დაგეგმილი ცვლილებებით. კერძოდ, …

»»»

მწვანე ალტერნატივა მინისტრისაგან კანონდარღვევების აღმოფხვრას მოითხოვს

baneri_GA

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში კანონით დადგენილი პროცედურის უხეში დარღვევების გამოსწორების მოთხოვნით მწვანე ალტერნატივამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე მრავალგზის მიმართა; თუმცა, სამინისტრო აგრძელებს პროცესში საზოგადოების ჩართვისათვის დადგენილი ვადების გაურკვეველი პროცედურით ათვლას. მიგვაჩნია, რომ კანონის მოთხოვნების მიმართ უდიერი დამოკიდებულება, უკეთეს შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირების კომპეტენციის ნაკლებობაზე, ხოლო, უარეს შემთხვევაში, კანონის მიზანმიმართულ დარღვევაზე უთითებს; რაც, მინისტრის მხრიდან, …

»»»

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა თბილისის მერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით

baneri_GA

ქალაქ თბილისის მერს ბატონ კახა კალაძეს, ბატონო კახა, მოგმართავთ, ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აქტივისტური ჯგუფების საჩივარი არ მიიღო წარმოებაში; ამასთან, თავის გადაწყვეტილებაში, ის დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონთან შესაბამისი პროცესით გასცა მშენებლობის ნებართვა. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ „ვაკის პარკი არ მოიცავს იმ ტერიტორიას, …

»»»

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე.

baneri_GA

2019 წლის 16 იანვარს მწვანე ალტერნატივას ეცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს  2018 წლის 22 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომლითაც  …

»»»

გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა და მსხვილი დამბინძურებლების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამოწვევები

DSC_0002

2018 წლის 12 დეკემბერს მწვანე ალტერნატივამ ჩაატარა შეხვედრა თემაზე: „გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა და მსხვილი დამბინძურებლების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამოწვევები“. 2015 წლიდან „მწვანე ალტერნატივა“ გამოსცემს პერიოდულ ანგარიშს „გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ საქართველოში“. გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის განხილვისას ვაფასებთ ე.წ. მსხვილი დამბინძურებლების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობას და ვამზადებთ საქმიანობის მასშტაბითა და გარემოსა და …

»»»

საჯარო განხილვების კანონის დარღვევით ორგანიზების გამო, მწვანე ალტერნატივა მინისტრს მიმართავს

baneri_GA

ა.წ 29 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადებები მანამდე თითქოსდა პროექტში ცვლილებების მიზეზით გადადებული 5 პროექტის საჯარო განხილვის შესახებ. ეს პროექტებია: 1. ხელედულა 3 ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში დაგეგმილი ცვლილებები; 2. დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის “ჟინვალი–  ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის” მონაკვეთის პროექტი 3. საჩხერე-ქვემო ხევი-უზუნთა-შქმერი-ზუდალის 10.6კმ …

»»»

მიმართვა ხელისუფლებას ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით

uniInc

არასამთავრობო ორგანიზაციათა არაფორმალური კოალიცია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების (დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, თანასწორობა, და გარემოს დაცვა)  შესრულების მონიტორინგს 2014 წლიდან ახორციელებს, მიესალმება ევროპის პარლამენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ მომზადებულ 2018 წლის 15  ნოემბრის ანგარიშს. წარმოდგენილი ანგარიში კრიტიკულად ასახავს იმ რეალობას, რაც საქართველოში დემოკრატიისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით არსებობს. …

»»»

მწვანე ალტერნატივა კვალავ ითხოვს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის პროცედურების დაცვას

dargveva2

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში კანონით დადგენილი პროცედურების უხეში დარღვევების გამოსწორების მოთხოვნით მწვანე ალტერნატივამ უკვე მესამედ მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. ამჯერად, მიმართვაში აღწერილია საზოგადოებისათვის კომენტარებისა და შენიშვნების წარდგენის ვადის დარღვევის 10 შემთხვევა და საჯარო განხილვის კანონით დადგენილი ვადის დანიშვნის 1 შემთხვევა.   

»»»

Page 4 of 37« First...23456...102030...Last »