namaxvari_2015

საქართველოს მთავრობათან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სს „ნამახვანს“ მდ. რიონზე დაგეგმილი აქვს 433 მგვტ სიმძლავრის ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელობის და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება.  

პროექტი ითვალისწინებს ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობას, რომლის შემადგენლობაში იქნება კალაპოტური ტიპის ტვიში ჰესი და დერივაციული ტიპის ნამახვანი-ჟონეთი ჰესი. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

ტვიში ჰესის მოწყობა დაგეგმილია ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფ. ტვიშსა და სოფ. ალპანას შორის მოქცეულ  მონაკვეთზე.  პროექტით გათვალისწინებულია 57 მ სიმაღლის ბეტონის გრავიტაციული კაშხლის (7.3 მლნ მ3 ტევადობის წყალსაცავი) მშენებლობა, რის გამოც წყლის ქვეშ აღმოჩნდება დაახლოებით 1 კმ2 (100 ჰექტარი) ფართობის ტერიტორია, მათ შორის, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო მაგისტრალის მონაკვეთი და დაახლოებით 11 ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. იხილეთ ვრცლად