IMG_2232

მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით 2008 წლის 11 დეკემბერს დანიშული აუქციონის გაუქმება. 

ამავდროულად, ორგანიზაციამ მეორე ადმინისტრაციული საჩივრითაც მიმართა პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა 2008 წლის 7 და 8 ოქტომბერს გამართული ანალოგიური აუქციონის შედეგების გაუქმება. 

საჩივრებში მითითებულია, რომ დარღვეულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რომლებითაც უზრუნველყოფილია საზოგადოების უფლება მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; აუქციონის პირობები არ ემყარება ტყის ინვენტარიზაციის (ტყეთმოწყობის) შედეგებს, არ არის გათვალისწინებული ტყის ეკოლოგიური ღირებულება, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ტყის ეკოსისტემებს, ისე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს; საჩივრებში მითითებულია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელთა არაკომპეტენტურობაზე, რაც ნათლად ჩანს გასაჩივრებული ბრძანებების ტექსტიდან.

მწვანე ალტერნატივას სამართლებრივ დახმარებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ადმინისტრაციული საჩივარი1
ადმინისტრაციული საჩივარი2