დარიალი ჰესი, მწვანე ალტერნატივა

მოწვევა საჯარო დისკუსიაზე

დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში:
პრაქტიკა და გამოწვევები

18 დეკემბერი, 2012 წ., 11:00 – 14:00 სთ, სასტუმრო „ვერე პალასი“

დღეს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება წარმოადგენს. ამჟამად დადებულია 40-ზე მეტი ურთიერთგაგების მემორანდუმი და შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქართულ ან უცხოურ კომპანიებს შორის მცირე, საშუალო და დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებზე. ჰიდროელექტროსადგურების ნაწილის მშენებლობა უკვე დაწყებულია, ნაწილი კი, დაგეგმვის ეტაპზეა. მშენებარე თუ დაგეგმილი ჰესების ნაწილი დერივაციული ტიპისაა, რაც, ხშირად, ჰესების დაგეგმვისა და განხორციელების ნაკლოვანებების ფონზე, ქმნის მნიშვნელოვან გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ხასიათის რისკებს.

ა.წ. 18 დეკემბერს (სამშაბათს), 11:00 სთ-ზე, სასტუმროში „ვერე პალასი“, მწვანე ალტერნატივა გიწვევთ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში – პრაქტიკა და გამოწვევები.

დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცნიერები და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები.

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ:

ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა"
თბილისი, 0179, ფალიაშვილის ქ. #27/29
ელ.ფოსტა: greenalt@greenalt.org
ტელ: 995 (32) 229-27-73
ფაქსი: 995 (32) 222-38-74