baneri_GA

მოწვევა შეხვედრაზე

28 თებერვალი, 2014 წ., 15:00 – 17:00 სთ, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“

რა ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ პრივატიზებული საწარმოების საქმიანობის შესახებ? 
როგორ აკონტროლებს სახელმწიფო პრივატიზებულ საწარმოებს?
ვინ სარგებლობს პრივილეგიებით და რატომ?

ამ საკითხებზე დისკუსიისთვის, მწვანე ალტერნატივა გიწვევთ ა.წ. 28 თებერვალს (პარასკევს), 15:00 სთ-ზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში. შეხვედრაზე განხილული იქნება მსხვილი საწარმოო ობიექტების პრივატიზებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ამ საწარმოების კონტროლის მექანიზმების ეფექტურობისა და კანონაღსრულების სფეროში არსებული გამოწვევები.

შეხვედრა ტარდება ფონდი ღია საზოგადოების ინსტიტუტის (FOSI) ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. შეხვედრაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მონაწილეობა 27 თებერვალს 18:00 სთ-მდე, მისამართზე: nksovreli@greenalt.org.