DSC_0005

22 იანვარს “მწვანე ალტერნატივა“ გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც შედგება არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებს შორის. შეხვედრა გაიმართება 13:00-დან 16:00 სთ-მდე, სასტუმროში „ვერე პალასი“ (ქუჩიშვილის ქ. 24/8).

ღონისძიების მიზანს წარმოადგენს პარლამენტის კომიტეტის წევრებისთვის გარემოსდაცვით სექტორში არსებული პრობლემური საკითხებისა თუ გამოწვევების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვის გაცნობა, ასევე, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და ფორმებზე შეთანხმება.

სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე განიხილება:

• საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
• გარემოსდაცვითი მართვის ინსტრუმენტები – საკანონმდებლო ხარვეზები და მათი პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები;
• საქართველოს ტყეების მართვისა და დაცვის პრობლემები;
• ბუნებრივი რესურსების მართვა;
• განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საკითხები;
• ენერგეტიკული პროექტები და მათი ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე.

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა 2013 წლის 21 იანვრამდე, მისამართზე: nksovreli@greenalt.org ან დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: 229 27 73, 222 38 74.