
მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებამდე არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ ჰესების პროექტების შეჩერებას.
დღეს, 21 დეკემბერს საქართველოსა და უცხოეთის 50-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს საქართველოში გიგანტური და მოსახლეობისა და გარემოსთვის საზიანო ჰიდროელექტროსადგურების პროექტების შეწყვეტა. იხილეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა