btc_kids_2

თბილისი, 9 აგვისტო, 2002 – ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთ ქსელის მიერ დღეს გამოქვეყნებული ორი დოკუმენტი: "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის: საქართველოს მხარე – ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პროექტის ხარისხობრივი ანალიზი" და "კომენტარები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის: საქართველოს მხარე – ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პროექტზე", რომლებიც ნათლად წარმოაჩენენ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ძირითად ნაკლოვანებებს. 

თუმცა, ერთი შეხედვით დოკუმენტი მოიცავს შესაბამის ინფორმაციას, მაგარამ დოცუმენტს აგრეთვე გააჩნია მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, რომელთაც შეუძლიათ უარყოფითი ზეგავლენა იქონიონ არა მარტო პროექტის უშუალო ზეგავლენის ქვეშ მყოფ მოსახლეობასა და სენზიტიურ გარემოზე არამედ, საფრთხე შეუქმნან ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას სხვადასხვა სფეროებში. 

გსზშ-ში არასრულად არის წარმოდგენილი ფონური ინფორმაცია სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი თვასაზრისით; შემარბილებელი ზომები ეყრდნობა ჯერ კიდევ არ არსებულ გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმას. თუმცა არის მცდელობა, რომ პროექტის ზემოქმედებები და მათი მნიშვნელოვანება განისაზღვროს ცნობილ მეცნიერულ მეთოდებზე დაყრდნობით, რამაც გამოიწვია ზემოქმედების არასრულყოფილი შეფასება და შესაბამისად არადექვატური რეაგირების ზომების შემუშავება.

გსზშ უბრალოდ ერთმანეთს ადარებს პროექტის "არ განხორციელებისა" და "განხორციელების" ალტერნატივებს, სადაც უკანასკნელის უპირატესობა დასაბუთებულია "პოტენციური პოზიტიური შედეგებით", რაც მოიცავს ფინანსურ, სოციალურ და გარემოსდაცვით სარგებელს. თუმცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი მხოლოდ გაზრდის ნავთობის უფრო ეფექტურად ექსპორტირების უნარიანობას და ნაწილობრივადაც კი არ წყვეტს ადგილობრივი მოსახლეობის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფა, დასაქმება და ცუდი ინფრასტრუქტურა, გასაკუთრებით კი გზების მდგომარეობა. კომპანიის თანახმად, ერთად-ერთი სხვა პოტენციური პოზიტიური ზემოქმედება არის "დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა", მიუხედავად მისი საკუთარი განცხადებისა, რომ ხელმისაწვდომი იქნება "პროექტის ფარგლებში პირდაპირი დასაქმების შესაძლებლობების შეზღუდული რაოდენობა, მოკლევადიანი სამუშაო ადგილები მშენებლობის პერიოდში, და უფრო ნაკლები გრძელვადიანი სამუშაო ადგილები მილსადენის ოპერირების პერიოდში". ეს აშკარად ეწინააღმდეგება "მდგრად განვითარებას" რომელსაც პროექტი სთავაზობს ადგილობრივ მოსახლეობას. 

გზსშ-ში არ არის განხილული მილსადენის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც შეიძლება უმჯობესი ყოფილიყო გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. იმ დროს როდესაც დასავლეთის კორიდორი უარყოფილი იქნა "სიგრძის, რთული დაღარული ტერიტორიის და იმ ეკოლოგიური დაბრკოლებების გამო, რომელიც დაკავშირებულია ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან". თუმცა არჩეული "სახეცვლილი ცენტრალური კორიდორი" კვეთს იგივე ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონას და ქცია-ტაბაწყურის ნაკრძალს, მთლიანად კი ისეთ სენზიტიურ უბნებს, როგორიცაა ბორჯომის მინერალური წყლების საბადოები და მიწისქვეშა წყლების რეზერვუარები წალკის რაიონში. მთლიანობაში ტექნიკური და ეკონომიკური მიზეზებზე დაფუძნებული საბოლოო არჩევანის დასასაბუთებლად პროექტის სპონსორებმა გამოიყენეს შესაბამისი გარემოსდაცვითი მონაცემები. 

პროექტის სპონსორები ცდილობენ წარმოაჩინონ პროექტის ისე, თითქოს მას არ გააჩნდეს არავითარი რისკი და კუმულაციური შედეგები, და უგულვებელყოფენ ნებისმიერი სახის მნიშვნელოვანი დარღვევის შესაძლებლობას საერთაშორისო და ეროვნულ დონეებზე. გარდა ამისა, გსზშ-ს პროექტის ანგარიში არ მოიცავს პოტენციური ზემოქმედების შეფასებას ბორჯომის მინერალური წყლების მომავალ განვითარებაზე. პროექტმა შეიძლება ზეგავლენა იქონიოს მინერალური წყაროების ხარისხზე ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და მის გარეთ. ამიტომ უნდა შეფასდეს პოტენციური ზემოქმედება და განისაზღვროს შემარბილებელი ზომები ნათლად განსაზღვრული კომპენსაციის გეგმასთან ერთად.

ამავდროულად პროექტის სპონსორები შესაბამად არ ასახავენ გსზშ-თან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მიწის კომპენსაცია, ელექტროენერგიით მომარაგება, უსაფრთხოება, ინფრასრტუქტურის განვითარება და დასაქმება; აგრეთვე წარურმატებლად წარიმართა საზოგადოების მონაწილეობის პროცესი, პროექტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის თვალსაზრისით. თითქმის ყველა საზოგადოებრივ განხილვაზე ხალხი გამოხატავდა უკმაყოფილებას ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციის ნაკლებობის გამო.