ძვირფასო მეგობრებო, 

ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა" გაცნობებთ, რომ ამა წლის 13 თებერვალს, 10.30-15.00 სთ-მდე, ალ. დიუმას ცენტრში, (გუდიაშვილის ქ.10) გაიმართება შეხვედრა თემაზე: "ევროპის სამეზობლო პოლიტიკა – შესრულების სტატუსი გარემოსდაცვით სექტორში".

განსახილველად წარმოდგენილი იქნება ასოციაციის მიერ შემუშავებული შეფასების პროექტი, რომელიც აფასებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესრულებას საქართველოს გარემოსდაცვის სექტორში, მთავრობისა და ევროკომისიის მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტურობას.

შეხვედრა ტარდება ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივა”-ს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ევროკავშირის რეგიონული ოფისისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ევროპის პოლიტიკის ოფისის ერთობლივი პროექტის – ”ევროპის ”მწვანე” სამეზობლო პოლიტიკა” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის მარშალის ფონდის შავი ზღვის პროგრამის მიერ.

შეხვედრა ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის. შეხვედრაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გვაცნობოთ აღნიშნულის შესახებ, ა.წ. 12 თებერვლის 16:00 სთ-მდე.

საკონტაქტო პირი: ნათია ქსოვრელი
ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივა”
მისამართი: ყიფშიძის ქ. 5ა, მე-4 სადარბ., მე-7 სართ.
ტელ.: (+995 32) 221 604, ფაქსი: (+995 32) 223 874
ელ.ფოსტა: greenalt@wanex.net;  greenalt@greenalt.org