2007 წლის 7 თებერვალს, 13.00 სთ-ზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს II კოლეგია გამოაცხადებს განჩინებას საქმეზე – ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 2006 წლის 25 დეკემბერს “მწვანე ალტერნატივა”-მ სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, სადაც ორგანიზაცია მოითხოვდა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის ¹1775-რს კანონის მე-20 მუხლის I ნაწილისა და 26-ე მუხლის I ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას. სარჩელი მომზადდა ორგანაზაცია ”კოსტიტუციის 42-ე მუხლი”-სა და “მწვანე ალტერნატივა”-ს მიერ. 

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის აღნიშნული დებულებები ზღუდავენ ადამიანის უფლებას ფლობდეს დროულ და ზუსტ ინფორმაციას მისი საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ, ასევე მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისეთ საკითხებზე, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ მის საცხოვრებელ გარემოზე. საზოგადოებას ერთმევა უფლება მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ლახავს კონსტიტუციით და საერთაშორისო კანონმდებლობით დაცულ ადამიანის უფლებებს. აღნიშნული მუხლები ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 ნაწილს (‘’ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ”), ასევე ორჰუსის კონვენციას, რომელსაც საქართველო 2000 წელს შეუერთდა და რომლის თანახმად, დაუშვებელია ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობაზე საზოგადოებისთვის გარანტირებული უფლებების შეზღუდვა. 

7 თებერვლის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლო გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას მიიღებს და განიხილავს თუ არა აღნიშნულ სარჩელს სასამართლო. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა” 
მისამართი: ყიფშიძის ქ. 5ა, მე-4 სად., მე-7 სართ. 
ტელ: 22 16 04, 22 38 74 
ელ.ფოსტა: greenalt@wanex.net

ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” 
მისამართი: ქ. თბილისი, შევჩენკოს ქ. ¹12 
ტელ: 99 88 56 
ელ.ფოსტა: rusa@article42.ge, kakhaber@article42.ge