baneri_GA

“ევროკავშირის საბიუჯეტო დაფინანსების და
სამეზობლო ინსტრუმენტი 2014-2020 გამოწვევები“
2013 წ.13 დეკემბერი, თბილისი სასტუმრო „ვერე პალასი“

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად სამუშაო შეხვედრაში  „ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის  ინსტრუმენტები არსებული გამოწვევები და  2014-2020  წლის პერსპექტივები“.

სამუშაო შეხვედრის მიზანია ერთის მხრივ, წარვადგინოთ 2013 წელს ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში  იდენტიფიცირებული პრობლემები, ძირითადად რეგიონალური განვითარების სექტორალური დახმარების პროგრამის განხორციელებისას, ხოლო მეორეს მხრივ, წარმოვადგინოთ ევროკავშირის ახალი დაფინანსების ინსტრუმენტი და ამ ინსტრუმენტის მიერ წარმოდგენილი შესაძლებლობები საზოგადოების ჩართულობის, გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

სამუშაო შეხვედრაზე ვეპატიჟებით ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკით დაინტერესებულ ორგანიზაციებს, განსაკუთრებით რეგიონალურ ჯგუფებს რომლებიც ახორციელებენ ადგილებზე რეგიონალური განვითარების, სოფლად განვითარებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების მონიტორინგს, ან ჩართულები არიან მის განხორციელებაში.

 


 სამუშაო შეხვედრდა ტარდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მწვანე ალტერნატივას პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პროცესებში“ ფარგლებში / The training is provided with the financial support of the EU under Green Alternative’s project “Strengthening civil society participation in  ENP processes”