
პროექტის აღწერა
პროექტის განმახორციელებელს წარმოადგენს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროექტი გულისხმობს თბილისი რუსთავის ჩქაროსნული გზის მოდერნიზაციას. პროექტი დაყოფილია 3 ქვეპროექტად: პირველი ქვეპროექტი ითვალისწინებს თბილისსა (გულუას ხიდი) და ფონიჭალას დასახლებას (ქვემო ფონიჭალა) შორის არსებული მონაკვეთის მოდერნიზაციას და ამ მონაკვეთზე არსებული 2 ზოლიანი საავტომობილო გზის გაფართოებას 6 ზოლიანად. მოცემული ქვე მონაკვეთის სიგანეა 3.9 კმ. მეორე ქვეპროექტი უშუალოდ ფონიჭალის დასახლებას ეხება და ამჟამად დამუშავების პროცესშია. მესამე ქვეპროექტი კი ითვალისწინებს ფონიჭალა-რუსთავის 2 ზოლიანი საავტომობილო გზის გაფართოებას 4 ზოლიანად.
ორივე პირველი და მესამე ქვეპროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის მიწის ვაკისის სიგანედ აღებულია 28.5მ. ხოლო, სავალი ნაწილის სიგანედ თითოეულ მხარეს 10.5 მ.
პროექტი დასაფინანსებლად წარედგინა აზიის განვითარების ბანკს. იხილეთ ვრცლად