baneri_GA

ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" წევრები ესწრებოდნენ კომპანია ბრითიშ პეტროლიუმის მიერ გამართულ საჯარო განხილვებს, რომელიც ტარდებოდა მილსადენის მარშრუტის გასწვრივ მდებარე რაიონებში. მათ ჩაიწერეს დიქტაფონზე და გაშიფრეს კომპანია ბრითიშ პეტროლიუმისა და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კოორპირაციის წევრთა პრეზენტაციები და აგრეთვე ადგილობირვი მოსახლეობების შეკითხვები, მოთხოვნები და მოსაზრებები მილსადენის პროექტთან მიმართებაში.
წინამდებარე დოკუმენტში მოცემული BP-ის წევრთა პრეზენტაციების ყველაზე ვრცელი ვარიანტია, რომლებიც ჩვენ ჩავწერეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა რეგიონში პრეზენტაციები ერთმანეთის მსგავსი იყო, ხოლო მოთხოვნები და კითხვები ვალეს, ახალციხის, აწყურის, რუსთავის, ბორჯომის ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სრულადაა წარმოდგენილი.

ამ საჯარო განხილვებში მონაწილეობდნენ:

რუსუდან მეძმარიშვილი – BP-ის პოლიტიკის მრჩეველი
მარია ეირიკი – BP-ის წარმომადგენელი
ირინა სამადაშვილი – BP-ის სოციალური და გარემოსდავითი საკითხების კოორდინატორი
ზურა იოსელიანი – BP-ის წარმომადგენელი, რომელიც საუბრობდა მიწის საკითხებთან დაკავშირებით 
ლი ბი – BP-ის წარმომადგენელი, რომელიც საუბრობდა ადგილობრივ დასაქმების საკითხებზე.
ანტონიო სანტანიელო – ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტებისთვის გარემოზე შეფასების ხელმძღვანელი

ედ ჯონსონი – BP-ის პროექტების ხელმძღვანელი
გია ჭანტრურია – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კოორპორაციის თავმჯდომარე
მაია ბათიაშვილი – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კოორპორაციის სოციალურ საკითხთა მენეჯერი
ვიმედოვნებთ, რომ ეს ჩანაწერები დაეხმარებათ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს გსზშ-ს შეფასებაში.

ნაზარლოსა და დაღეთ-ხაჩინის შეხვედრების ჩანაწერები იმის გამო, რომ რუსულ ენაზე იყო, გაჭირდა გაშიფვრა და დაინტერესებულ პირებს შეგვიძლია მივაწოდოთ. 
ბრიტიშ პეტროლეუმის პრეზენტაცია

რუსუდან მეძმარიაშვილი 
ვალე, 17 ივნისი

უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა მოგახსენოთ, რომ გამონახეთ დრო, გადადეთ თქვენი საქმეები და ჩამობრძანდით ამ შეხვედრაზე, მე ვიცი, რომ აქ ვალეს მოსახლეობის გარდა იმყოფებიან წარმომადგენლები სხვა სოფლებიდანაც, რომლებმაც გარკვეული გზა გაიარეს, რომ აქ მოსულიყვნენ და ჩვენთვის მოესმინათ. სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ სხვადასხვა საკითხების განხილვაზე, რომლებიც გამოკრული იყო გარეთ და რომლებსაც გაეცანით, მე მინდა წარმოგიდგინოთ ვინ არიან ამ დარბაზში ჩემთან ერთად და ვინ არის ის ხალხი, ვინც დღეს გესაუბრებათ და გაგაცნობთ თქვენ ჩვენი პროექტის შესახებ ინფორმაციას. აქ იმყოფებიან ნავთობ კომპანია BP-ის წარმომადგენლები, BP-ის დამოუკიდებელი კონსულტანტები და აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ნავთობ კორპორაციის წარმომადგენლები, (GIOC). ახლა მე წარმოგიდგენთ მათ სახელებით, ესენი არიან კორინ კენედი – ჩვენი დამოუკიდებელი კონსულტანტი, მარია ეირიკი – BP-ის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების, ქალბატონი ლი ბი, რომელიც გვესაუბრება დასაქმების პრობლემებზე, ქალბატონი მაია ბათიაშვილი GIOC-ის სოციალურ საკითხთა მენეჯერი, ირინა სამადაშვილი BP-ის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხთა კოორდინატორი, ბატონი ზურა იოსელიანი – მიწის საკითხთა კოორდინატორი.

ახლა მოკლედ რა მიზანი აქვს ჩვენ შეხვედრას. მე წარმოვადგენ კომპანია BP-ის და მინდა რამოდენიმე სიტყვით მოგახსენოთ ამ კომპანიის შესახებ. ეს გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანია, რომელიც აპირებს ააშენოს ორი დიდი მილსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და შაჰდენიზის გაზსადენი. ორივე ეს მილსადენი გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე და გაივლის თქვენს სოფლებთან ახლოს, სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ დღეს, რომ ვისაუბროთ ამ პროექტების შესახებ, ვინაიდან ეს პროექტები გარკვეულ ზეგავლენას მოახდენენ იმ სოფლებზე, რომლებიც განლაგებულნი არიან ამ მილსადენის გასწვრივ. სანამ დავიწყებდეთ მშენებლობას, ჩვენმა კომპანიამ თავის პარტნიორებთან ერთად დიდი სამუშაო ჩაატარა, რომელიც გაგრძელდა ერთ წელიწადზე მეტ ხანს, რათა შეესწავლა ამ პროექტების ზეგავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე. შეიქმნა დიდტანიანი დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია სრული ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ზეგავლენას მოახდენს ეს პროექტები მოსახლეობაზე და ბუნებრივ გარემოზე. მე დარწმუნებული ვარ დარბაზში მყოფთა უმეტესი ნაწილი მონაწილეობდნენ ამ დებატებში, ვინაიდან ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სოფლებში, რათა გაეგოთ მათი ცხოვრების სტილის, მათი პრობლემების, მათი მოთხოვნების შესახებ. ყველაფერი ეს ასახულია ამ დოკუმენტებში. ეს დოკუმენტები განთავსებულია თქვენ სოფლებში და შეგიძლიათ გაეცნოთ მათ.

ჩვენ დღეს გარდა იმისა, რომ გაგაცნობთ ინფორმაციას ამ პროექტების შესახებ, უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, რომ მოვისმინოთ თქვენგან თქვენი შეკითხვები, მოსაზრებები, შემოთავაზებები, რომლებიც გაგაჩნიათ ამ პროექტებთან დაკავშირებით, რომლების გათვალისწინებული იქნება შესწორებულ დოკუმენტში.

მარია ეირიკი 
ვალე, 17 ივნისი 

მე მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ პროექტების შესახებ. როგორც იცით, BP გეგმავს ორი მილსადენის – ნავთობსადენისა და გაზსადენის მშენებლობას. ნავთობსადენი დაგეგმილია ნავთობის გადაზიდვისათვის კასპიის ზღვიდან საქართველოს გავლით თურქეთში. გაზსადენი დაგეგმილია გაზის ტრანსპორტირებისათვის ასევე კასპიის ზღვიდან აზერბაიჯანის, საქართველოს გავლით თურქეთის ბაზარზე. ორივე მილსადენი ერთმანეთის პარალელურად გაივლიან საქართველოს 7 რეგიონზე: გარდაბანი, მარნეული, თეთრი წყარო, წალკა, ბორჯომი ახალციხე და აგიგენი. ეს მთლიანად არის დაახლოებით 250 კილომეტრი. დღესდღეისობით BP იმყოფება იმ სტადიაზე, რომ ირჩევს კონტრაქტორს, რომელიც ააშენებს ამ მილსადენებს და რა თქმა უნდა BP ჩაატარენს ამ კონტრაქტორის მონიტორინგს. მილსადენი იგეგმება და აშენებული იქნება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. BP უდიდეს ყურადღებას ანიჭებს უსაფრთხოების საკითხებს მთელი სამშენებლო საქმიანობების პერიოდში. ეს ეხება, როგორც იმ მუშებს, რომლებიც იმუშავებენ იმ მილსადენის მშენებლობაზე, აგრეთვე მოსახლეობასაც, რომელთა ტერიტორიაზეც სამშენებლო სამუშაოები იწარმოება. მომავალი წლის დასაწყისში დაგეგმილია სამშენებლო სამუშაოების დაწყება. ჯერ დაგეგმილია ნავთობსადენის აშენება და შემდეგ დაუყოვნებლივ გაზსადენის მშენებლობა. 2003 წლის დასაწყისში დაგეგმილია მისი დაწყება და 2005 წლისთვის დაგეგმილია დამთავრება. პირველ რიგში კონტრაქტორი განსაზღვრავს სამშენებლო კორიდორის ტერიტორიას, იგი გაიწმინდება მცენარეული საფარისაგან (32 მეტრი სიგანის). ეს მილსადენები სადაც გადაკვეთავენ ერთმანეთს მთლიანობაში გამოვა 44 მეტრი. შემდეგ მძიმე ტექნიკით გაითხრება თხრილი, რომელიც იქნება 2-2,5 მეტრი სიღრმის. ეს მილები ტრანსპორტირებილი იქნებიან ამ ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების საშუალებით, ისინი შედუღდებიან და შემდეგ ჩადებენ ამ თხრილში და დაფარავენ მიწით ისე, რომ 1 მეტრის სიღრმეზე იქნებიან მოთავსებულნი. შემდეგ ეს მიწა დაუბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას ანუ ეს თხრილები დაიფარებიან იგივე მიწის ნიადაგით. სამშენებლო სამუშაოები მატარებელის მოძრაობას მოგვაგონებს, რადგან ისინი მუდმივად მონაცვლეობენ. ჯერ ჩამოვა ამ მუშების ერთი გუნდი, რომელიც დაასუფთავებს სამშენებლო დერეფანს, შემდეგ ჩამოვა მეორე ჯგუფი, რომელიც თხრილს გათხრის და ა.შ. მუდმივი სახე ექნება სატვირთო მანქანების მოძრაობას, რომლებიც ჩამოიტანენ მილებს, შემდეგ ჩამოიყვანენ მუშებს, სპეციალურ მოწყობილიბა-დანადგარებს და ა.შ. კონტრაქტორი ყველანაირად შეეცდება სამშენებლო დერეფანს მიუდგეს, გამოიყენოს ეს გზები და არ გადატვირთოს ადგილობრივი გზები. გარდა მილსადენის მშენებლობისა გათვალისწინებულია მიწისზედა ობიექტების მშენებლობა. ესენი იქნება სპეციალური ჩამკეტი სარქველები, რომელიც გამოიყენება მილსადენის გადაკეტვისათვის, აგრეთვე გათვალისწინებულია 2 საქაჩის მშენებლობა, რადგან საჭიროა ნავთობის გადმოქაჩვა რკინიგზიდან. ერთი საქაჩი სადგური ახლოსაა აზერბაიჯანის საზღვართან, მეორე კი თეთრწყაროშია. ასევე იქნება გაზის მიმღები სადგური, რომელიც ასევე იქნება აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს. ასევე იქნება გამზომი სადგური, რომელიც იქნება თურქეთის საზღვრის მახლობლად. ეს მიწისზედა ობიექტები აშენდება ერთი და იგივე დროის მონაკვეთში. მშენებლობის პერიოდში გათვალისწინებულია დროებითი მოწყობილობა დანადგარების მშენებლობა. ესენია: მილების შესანახი ადგილები, მუშების საცხოვრებელი ადგილები და ა.შ. უშუალოდ კონტრაქტორი გადაწყვიტავს თუ სად იქნება სამშენებლო ბანაკები, სავარაუდიდ 1 იქნება აწყურში, 1 ახალციხეში, 2 ვალეში. აწყურსა და ვალეს შორის გათვალისწინებულია 5 ჩამკეტი სარქველი სადგურის მშენებლობა.

 

ზურა იოსელიანი
ვალე, 17 ივნისი

მილსადენი საქართველოში გაივლის 250 კილომეტრს. პროექტის განხორციელების პერიოდში კომპანიას დასჭირდება მიწაზე დროებითი და მუდმივი უფლებების მოპოვება. გარკვეული შეზღუდვები იქნება სოფლის მეურნეობისა და სხვა საქმიანობებზე მიმდებარე ტერიტორიებზე პროექტის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
თვითონ პროცესი იქნება შემდეგნაირი: კომპანია ინდივიდუალურად დაუკავშირდება მიწის ყველა მოსარგებლესა და მესაკუთრეს და ინდივიდუალურად წარმართავს მოლაპარეკების პროცესს. კომპანიის წარმომადგენლები მოსარგებლესთან ან მესაკუთრესთან ერთად აღნუსხავენ ინვენტარიზაციას იმ ქონებისა, რომელიც მდებარეობს იმ მიწაზე, რომელიც გამოყეებული იქნება მილსადენის მშენებლობისათვის. ფაქტიურად მოხდება სრული აღწერა, რომელიც იქნება საფუძველი შემდეგი საქმიანობისა, შემდეგში კომპანია შეიმუშავებს საკომპესაციო შეთავაზებას, შემდეგ აწარმოებს მოლაპარაკებას. ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში დაიდება ხელშეკრულება მიწის მფლობელსა და კომპანიას შორის დროებითი ან მუდმივი უფლებების მოპოვებაზე. მშენებლობის პერიოდში კონტრაქტორს ეყოლება წარმომადგენელი. მშენებლობის დამთავრების ბოლოს მოხდება ინსპექტირება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კომპანია, კონტრაქტორი და საზოგადოება. გამჭვირვალობის თვალსაზრისით მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. კონკრეტულად საქართველოს მიწის უფლებების დაცვის ასოციაცია, რომელიც გარკვეულწილად იქნება გარანტი, რომ მიწის მფლობელის უფლებები არ იქნას დარღვეული, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, გამგებლები. კომპენსაციის განსაზღვრის დროს საფუძველი იქნება თქვენივე რაიონის სოფლის მეურნეობის განყოფილების მიერ მოწოდებული საშუალო სტატისტიკური მონაცემები, ხოლო ფასები იქნება საბაზრო.

ლი ბი
ვალე 17 ივნისი

BP გეგმავს, რომ მილსადენის აშენების პროცესში შეიქმნება დაახლოებით 2500 სამუშაო ადგილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ სავარაუდო სამუშაო ადგილების რაოდენობა და როდესაც კონტრაქტორი დაიწყებს მშენებლობას უკვე გამოჩნდება სამუშაო ადგილების ზუსტი რაოდენობა. იქნება სხვადასხვა ტიპის სამუშაოები, რომელთათვისაც აუცილებელი იქნება სხვადასხვა ტიპის კვალიფიკაცია. ზოგი სამუშაო გათვალისწინებული იქნება კვალიფიცირებული მუშახელისათვის, რომელთაც აქვთ კონკრეტული კვალიფიკაცია და მუშაობის დიდი სტაჟი. ესენი არიან ინჟინრები, ხალხი, რომელიც მუშაობს მძიმე ტექნიკასთან. ასევე იქნება ისეთი სამუშაოები, რომლებიც გათვალისწინებულია ნახევრად კვალიფიცირებული მუშახელისათვის, რომელთაც უნდა ჰქონდეთ გარკვეული კვალიფიკაცია და გამოცდილება, მაგალითად მძღოლები. კვალიფიცირებული და ნახევრად კვალიფიცირებული მუშახელისათვის გათვალისწინებული სამუშაო ადგილების ხანგრძლივობა გაგრძელდება მთელი სამშენებლო პროცესის განმავლობაში. უმეტესი სამუშაო ადგილების რაოდენობა გათვალისწინებულია არაკვალიფიცირებული მუშახელისათვის, ასეთი ადგილებია მაგალითად ამოთხრა, გადაზიდვა, ღამით დარაჯობა და ა.შ. ეს მოკლევადიანი სამუშაო ადგილებია, რადგან BP-ის სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტი ადამიანი დაასაქმოს. უშუალოდ სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას. ამ მილსადების მარშრუტზე უნდა დასაქმდეს რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი მუშახელი იმ ტერიტორიიდან, სადაც მიმდინარეობს მშენებლობა. აქედან გამომდინარე ეს არის გრძელვადიანი სამუშაო ადგილები და მათი ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს ერთი კვირიდან სამ თვემდე. BP-ის ამოცანაა, რომ დაასაქმოს რაც შეიძლება მეტი მუშახელი. ზოგიერთი კვალიფიცირებული სამუშაოსათვის მუშახელი ჩამოყვანილი იქნება საზღვარგარეთიდან. დასაქმების ცენტრების საშუალებით კონტრაქტორი შეარჩევს ხალხს სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე. დასაქმების ცენტრები განლაგებული იქნება დიდ ქალაქებში, ერთი ალბათ იქნება ახალციხეში, მაგრამ უშუალოდ კონტრაქტორი, რომელიც ახორციელებს მშენებლობას, კონკრეტულად გადაწყვეტს სად იქნება განლაგებული ეს დასაქმების ცენტრები და ამის შესახებ თქვენ წინასწარ შეგატყობინებენ. ასევე შესაძლებელია, რომ სამშენებლო კონტრაქტორმა გააკეთოს მოქნილი ტიპის დასაქმების ცენტრები, რომლებიც გადაადგილდებიან. ამის შესახებაც შეგატყობინებებ წინასწარ და თქვენ იმაშიც იქნებით დარწმუნებული, რომ ეს არის კანონიერად უფლებამოსილი ხალხი, ვისაც შეგიძლიათ მიმართოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. სამუშაო ადგილების აღწერა და ის კვალიფიკაცია, რომელიც მოეთხოვება მუშახელს, ამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ამ დასაქმების ცენტრებში, ამიტომ ეს არის დასაქმების ერთადერთი საშუალება, სადაც თქვენ უნდა მიმართოთ. ამ დასაქმების ცენტრში არ იქნება არავითარი პრიორიტეტული სიები, რომლის მიხედვითაც ვინმეს მიენიჭება უპირატესობა. ასევე დაუშვებელია ის ფაქტიც, რომ ვინმეს გადაუხადოთ გარკვეული თანხა, რათა მოხვდეთ ამ სიებში. კონტრაქტორი ინფორმაციას მოგაწოდებთ ბუკლეტების, ბროშურების სახით იმის თაობაზე თუ როგორ უნდა მიმართოთ ამ დასაქმების ცენტრებს, რა სახის დოკუმენტები უნდა გქონდეთ თან. სამუშაოს შერჩევის პროცესი განხორციელდება მშენებლობამდე ერთი თვით ადრე. BP თავის მხრივ გააკონტროლებს ამ შერჩევის პროცესს და შეეცდება, რომ ის იყოს გამჭვირვალე, რათა რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი მოსახლეობა იყოს ჩართული ამ პროცესში. კვალიფივირებული და ნახევრად კვალიფიცირებული მუშახელი იქნებიან სამშენებლო ბანაკებში, რადგან ისინი მშენებლობის პროცესში ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილდებიან. მილსადენის გასწვრივ BP აპირებს 3-6 სამშენებლო ბანაკის აშენებას და ერთ-ერთი მათგანი იქნება ახალციხეში. ბანაკიდან მუშახელი სპეციალური ავტობუსებით მივა სამუშაო ადგილებზე. ეს ადამიანები დაექვემდებარებიან მკაცრ წესებს, რადგან რაც შეიძლება მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული მათი მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის შეწუხება. ამ სამშენებლო ბანაკებში დასჭირდებათ შემდეგი ტიპის მომსახურეობები: დარეცხვა, საჭმლის მომზადება და ქართულ, ადგილობრივ ფირმებს, კომპანიებს საშუალება ექნებათ, რომ თავისი მხრიდან შესთავაზონ ამ ტიპის მომსახურეობა კონტრაქტორს. თვითონ კონტრაქტორი კი შემდეგ მიაწოდებს ამ კომპანიებს, ამ ფირმებს ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მან მიმართოს ან განაცხადოს თავისი სურვილის შესახებ. ეს ინფორმაცია გავრცელებული იქნება ბუკლეტების საშუალებით, სადაც მოცემული იქნება თუ როგორ უნდა გაფორმდეს ესა თუ ის ხელშეკრულება, კონტრაქტი კონტრაქტორთან. შერჩევის პროცესი ამ სამშენებლო ბანაკებისათვის ისევე განხორციელდება, როგორც დასაქმების ცენტრებში და BP გააკონტროლებს მას, რათა იგი იყოს გამჭვირვალე და მიუკერძოებელი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ როგორ ხდება დასაქმება, დასაქმების მექანიზმი, ამის გამო თქვენ ნახეთ ბროშურები, სადაც პასუხი არის გაცემული იმ შეკითხვებზე, რაც ეხება დასაქმებას.
თუ მშენებლობის დაწყებამდე, მშენებლობის პროცესში ან შემდეგ თქვენ გექნებათ რაიმე შეკითხვები ან დაგჭირდებათ უფრო მეტი ინფორმაცია, ან გექნებათ რაიმე შენიშვნები უშუალოდ მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით, გამოყოფილი იქნება სპეციალური ჯგუფი, რომლის მოვალეობაც იქნება მოგაწოდოთ თქვენ ეს ინფორმაცია. ეს პირები პასუხისმგებელნი არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობაზე და ისინი იცხოვრებენ სამშენებლო ბანაკებში მშენებლობის ჯგუფთან ერთად. მათი მოვალეობაა მუდმივი კავშირი ჰქონდეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რადგან მოგვაწოდონ ინფორმაცია იმის თაობაზე თუ როგორ მიმდინარეობს მშენებლობა. აგრეთვე მათი მოვალეობაა გააკონტროლონ უცხოელი მუშახელის ყოფნა თქვენს ტერიტორიაზე. ისინი მოისმენენ თქვენს შენიშვნებს, აგრეთვე შეიძლება იყოს ჩივილი თქვენი მხრიდან, რომელიც დაკავშირებული იქნება უცხოელი მუშახელის ყოფნასთან თქვენს ტერიტორიაზე. ეს იქნებიან ის ძირითადი საკონსულტანტო პირები, რომლებსაც შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი შეკითხვებით, შენიშვნებით. 

ირინა სამადაშვილი
ვალე 17 ივნისი

რა ინფორმაციასაც ჩვენ გაწვდით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს ყველაფერი ჩადებულია იმ დოკუმენტებში, რომლებიც დაგირიგდათ. ნებისმიერი პასუხისმგებელი კომპანიის მოვალეობაა, რომ პროექტის განხორციელების პროცესში მხედველობაში მიიღოს თუ როგორია სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედება და სანამ იგი შეაფასებს თუ როგორია ეს ზემოქმედება, ამისათვის მან უნდა ჩაატაროს კვლევა. BP-იმ მილსადენის გასწვრივ ჩაატარა ცხოველთა და ფრინველთა სამყაროს კვლევა, შეფასდა ჰაერი, როგორია ხმაური, როგორია არქეოლოგიური და სხვა მიწისზედა ისტორიული ძეგლების მდებარეობა და მდგომარეობა მილსადენის გასწვრივ, ჩატარდა აგრეთვე ნიადაგის ეროზიულობისადმი მიდრეკილების კვლევა, შეფასდა ლანდშაფტი და ა.შ. ჩამოთვილი კვლევების შედეგად მილსადენის გასწვრივ გამოიყოფა ზოგიერთი მეტად მგრძნობიარე ტიპი, ეს არის თეთრი წყაროს ტყეები, რომლებიც გამოირჩევიან, როგორც მაღალი ხარისხის და ღირებულების ტყეები, ასევე საბინადრო ადგილებია ცხოველებისათვის და ფრინველებისათვის. გამორჩევა მოხდა ასევე ისეთი მნიშვნელოვანი უბანისა, როგორიცაა წალკის ტერიტორია, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც წყლის რესურსების მხრივ, ასევე წყლის ბინადარი ფრინველების მხრივ და აგრეთვე არქეოლოგიური თვალსაზრისით. შემდეგი მნიშვნელოვანი უბანი იყო მთა თავკვეთილი, მისი მიმდებარე ნარიანის ველი და ტაბაწყურის ტბა, რომელიც ასევე წყლის ფრინველებისათვის საბინადრო ადგილებია და ასევე მცენარეული საფარია განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადგან ეს არის იშვიათი მაღალმთიანი დაჭაობებული ტერიტორიები. შემდეგი მნიშვნელოვანი უბანი არის ციხისჯვრის-საკირეს მონაკვეთი, ცხრაწყარო, რომელიც ასევე გამოირჩევა ტყეების მრავალფეროვნებით, ცხოველთა საბინადრო ადგილებით, სამელი და მინერალური წყლებით. ამავე ტერიტორიაზეა მდინარეების მტკვრისა და ფოცხოვის გადაკვეთის ადგილები, სადაც გადაშენების პირას მყოფი ჭალის ტყეები იზრდება. საერთოდ განსაკუთრებით მგრძნობიარე უბნებად შეფასებულია ის ადგილები, სადაც მილსადენი გადაკვეთს წყლის დინებას, მდინარეებს და ახლოს ჩაუვლის წყალსაცავებს, როგორიც არის ტაბაწყურის ტბა, წალკა, ხოლო მილსადენი გადაკვეთს მტკვარს, ალგეთს, ფოცხოვს, აქედან გამომდინარე ესეც ყურადსაღები მომენტებია. როგორია მშენებლობის პროცესი: პირველად იწმინდება მცენარეული საფარისაგან, რის შედეგადაც ზემოქმედება ხდება ცხოველებისა და ფრინველების საბინადრო ადგილებზე, ნადგურდება მცენარეები, ასევე, როდესაც მილსადენი ჩაუვლის ჭარბტენიან ტერიტორიებს, კვლავ ხდება შეშფოთება მცენარეული საფარისა და ფრინველების, გარდა იმისა, რომ ცხოველთა სამყაროს შეშფოთება და შეწუხება ხდება, იზრდება ნიადაგების ეროზიულობის მომენტი, შეიძლება ნიადაგმა დაკარგოს ნაყოფიერება, შეიძლება ასევე ზიანი მიეყენოს არქეოლოგიურ და ისტორიულ ძეგლებს, როდესც მოხდება მძიმე ტექნიკის ოპერირება და ტრანსპორტი გადაადგილდება. ეს ნიშნავს, რომ ჰაერის ხარისხი იცვლება, ჰაერში ხდება გამოფრქვევები, ამას თან ახლავს ხმაური, მტვერი. რა ზომები შეიძლება იქნეს მიღებული იმისათვის, რომ ჩამოთვლილი ზემოქმედებები, რომელიც არ არის სრული ნუსხა, რომლებსაც ვუწოდებთ შემარბილებელ ზომებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ თავიდან ავიცილოთ მილსადენის მშენებლობით მიყენებული ზიანი ბუნებაზე, ანდა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ის. მთელი მილსადენის დერეფნის გასწვრივ ჩატარდება კვლევა, რათა აღმოჩენილი იყოს იშვიათი მცენარეები, რომლებიც შემონახულ იქნება, რათა არ დაირღვეს მცენარის წარმომადგენელთა მთლიანობა. ეს მცენარეები ამოითხრება და გადაირგვება სხვა ადგილას. შეიძლება, რომ მილსადენის აშენების შემდეგ ეს მცენარეები კვლავ დაირგას იმავე ადგილას, მაგრამ მათი გახარება შეიძლება მოხერხდეს შეიძლება არა. გარდა ამისა, მოხდება მოჭრილი ხეების მაქსიმალური გამოყენება მერქნის სახით, ხე-ტყის გაყიდვის შედეგად ამოღებული ფული ინვესტიციის სახით უნდა დაუბრუნდეს ადგილობრივ მოსახლეობას. გარდა ამისა ფიჩხები, ტოტები, რომელიც დიდი რაოდენობით იქნება უფასოდ დაურიგდება მოსახლეობას, იქნებ ამან ოდნავ ტვირთი მოხსნას ტყის ჭრას, როდესც ტყე იჭრება საწვავის თვალსაზრისით. ყოველი მოჭრილი ხის სანაცვლოდ დაირგება ხე და იმისათვის, რომ ამ ხემ გაიხაროს შეირჩევა ტერიტორია სიახლოვეში თუ რომელი არის მისაღები რომელი სახეობისათვის. ერთ-ერთ მგრძნობიარე უბნად გამოკვეთილია მდინარეთა გადაკვეთები და მშენებლობები აქ იქნება ისეთ პერიოდში, როდესაც მდინარეებში წყლის დონე ძალიან დაბალი იქნება, რათა არ მოხდეს შეშფოთება თევზებისა. ტექნიკისა და ტრანსპორტის საწვავის გამართვა არ მოხდება წყალთან ახლოს, რათა წყალი არ დაბინძურდეს და როდესაც მილსადენის მშენებლობისათვის იქნება მუშათა ბანაკები და იქნება მილსადენთან ასოცირებული ნაგებობები საქაჩი, გამზომი სადგურები, იქ გამომუშავებული ნარჩენები არ ჩაიშვება მდინარეებში. სოფლის მოსახლეობისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მიწას უკან დაუბრუნდეს თავისი ნაყოფიერება. მილსადენი დაიფარება მიწის იგივე თანმიმდევრობით, როგორც იგი იქნა მოხსნილი, თავდაპირველად ეს იყო ნაყოფიერი ფენა, შემდეგ ქვედა ფენები. თუ ამ პერიოდში ნაყოფიერი ფენა დაკარგავს თავის ნაყოფიერებას შემუშავებულია სპეციფიური, ყოველი უბნისათვის შესაბამისი გეგმა თუ როგორ უნდა განაყოფიერდეს სასუქებით ეს მიწა, როგორ უნდა აღიდგინოს მან თავისი ნაყოფიერება, იმისათვის, რომ მიწის მფლობელმა გააგრძელოს ამ მიწაზე კულტურების მოყვანა, თუმცა იქნება გარკვეული შეზღუდვები, დაუშვებელია მილსადენის ზემოთ ხის დარგვა ან რაიმე ნაგებობის აგება, იმისათვის, რომ მილსადენი არ დაზიანდეს. რაც შეეხება არქეოლოგიურ ნაგებობებს, ამასთან დაკავშირებითაც გეგმებია შემუშავებული. მოიჯარე კომპანია შემოდის გეგმით, თუ იგი წააწყდება გაუთვალისწინებელ არქეოლოგიურ ძეგლს, მუშაობა გადაინაცვლებს სხვა უბანზე, ხოლო ის ტერიტორიები ქართველ არქეოლოგებთან ერთად შეფასდება და წინასწარ გაიწმინდება და კონტრაქტორი გააგრძელებს მილსადენის გაყვანას.

როგორ დაამყარებს კომპანია ურთიერთობას ადგილობრივ მოსახლეობასთან, იქნება ისეთი ხალხი, რომელიც მუდმივ კონტაქტში იქნება თქვენთან.

მაია ბათიაშვილი 
ვალე, 17 ივნისი

როგორც მოგეხსენებათ GIOC გახლავთ საქართველოს წარმომადგენელი ამ პროექტში და აქტიურად არის ჩართული ამ პროექტების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში და ის მასალა, რომელიც მოცემულია დოკუმენტებში ეფუძნება ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ კვლევებსა და ანგარიშებს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ BP-ის წარმომადგენლობა, საერთაშორისო ექსპერტები, არამედ ჩვენი კორპორაციის საუკეთესო ექსპერთა ნაწილი საქართველოს საუკეთესო სამეცნიერო ნაწილი, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ეკოლოგები და ინჟინრები. BP საუკუნეზე მეტია, რაც არსებობს და 10-ზე მეტ ქვეყანაში აქვს მსგავსი სამუშაოები ჩატარებული საკმაოდ წარმატებულად და პირველი მიზეზი წარმატებული მუშაობის და წარმატებული პროექტების არის ის რომ თავიდან ბოლომდე ითვალისწინებს მოსახლეობის ინტერესებს და სწორი სოციალური პოლიტიკის გატარებით ახდენს იმ დადებით ზემოქმედებას, იმ ურთიერთ გაგებას რაც შემდგომ რჩება ხოლმე ამ ქვეყანაში მათთან მიმართებაში. GIOC-მა ღირსეულად დაიცვა მოსახლეობის ინტერესები და ინვესტორის მხრიდანაც იყო გათვალისწინებული ყველა ის რეკომენდაცია და შენიშვნა, რომელიც წამოვიდა საქართველოს მხრიდან.

გია ჭანტურია 
ლიკანი 6 ივლისი

ჩვენ გვექნება საშუალება, რომ შევქმნათ ორი გაზსაცვი საქართველოში, ეს არის მიწისქვეშა საცავები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, რომ დაახლოებით 5 მილიარდი კუბომეტრი მოცულობის გაზი შევინახოთ ამ ორ გაზსაცავში, თითოში 2,5 მილიარდი კუბუმეტრი მეტრი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, რომ საქართველო არის მდიდარი ჰიდრო რესურსების ქვეყანა, სამწუხაროდ ჩვენი ელექტრო ენერგია – გამომუშავების ელექტრო ენერგია გახლავთ, ამავე დროს ზაფხულში ნაყიდი გაზი 25% -ით იაფია ვიდრე ზამთარში ნაყიდი. გარდა იმ გაზის, რასაც ჩვენ მივიღებთ უფასოდ, საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი მოცულობის გაზი შეიძინოს დაბალ ფასში და კომბინირებული ციკლის შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ზაფხულშიც მოვახმართ გარკვეულ გაზს დავწვავთ და გარკვეულ წყალს ვიხმართ ელექტრო ენერგიის გამომუშავებისთვის და არა მთლიანად წყალს, ეს საშუალებას მოგვცემს, ზამთრისათვის წყლის რეზერვებში, ჰიდროსადგურებში შენარჩუნდება წყლის მაღალი დონე, რათა პიკურ პერიოდში იაფი ელექტროენერგია იქნეს გამომუშავებული. შესაბამისად ასეთი კომბინაცია საგრძნობლად დასწევს ჰიდრო ელექტრო ენერგიის ღირებულებას.

ეს ორივე პროცესი პრაქტიკულად ერთი და იმავე დერეფანში ვითარდება. თქვენ რუქებზე გაქვთ ნახვის საშუალება, მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი სოციალური შედეგები მოაქვს ამ პროექტებს ქვეყნისათვის და მოსახლეობისათვის. მე შემიძლია გაგიზიაროთ ესეთი ფაქტი, რომ ერთი დოლარი ინვესტირებული უშუალოდ ნავთობში ავტომატურად იწვევს 5-6 დოლარის ინვესტირებას ფართო ინფრასტრუქტურაში. შესაბამისად ინვესტიციის მოცულობა არის მხოლოდ და მხოლოდ ის რასაც უშუალოდ ინვესტორი ნავთობსადენში აბანდებს, ეს არის ბევრად უფრო მეტი და ინფრასტრუქტურულ პროექტებში განვითარება. როდესაც ქვეყანას გააჩნია ასეთი მაშტაბის პროექტები და შეუძლია ასეთი პროექტბის განხორციელება ის ქვეყანა ცხადია სხვა ნებისმიერ ინვესტორისათვისაც უკვე გარანტირებულად მისაღები ხდება ნებისმიერი სხვა მიმართულების კუთხით, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ტურიზმი თუ სხვა, იმიტომ, რომ დაცულია ისეთი კაპიტალით, რომელიც ინვესტირება მოხდება ამ პროექტის მეშვეობით, ეს არის საკმაოდ დიდი მოცულობის კაპიტალი საქართველოს პირობებში, 600 მილიონზე მეტია მარტო სამშენებლო საინვესტიციო კაპიტალი. ამავდროულად ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვნად და ძალიან სერიოზულად მუშაობენ ამ პროექტთან მიმართებაში უდიდეს ყურადღებას უთმობენ სოციალურ პრობლემებს. რომლებიც უნდა განხორციელდეს ამ პროექტის მიმართებაშიც. ძალიან დიდი შრომა ჩადეს მათ ქართველი ექსპერტების მონაწილეობით. იმისათვის, რომ შედგენილიყო და მაქსიმალურად გათვლილიყო ყველაფერი ის, რაც მინიმუმამდე, ნოლამდეც კი დაიყვანა ყოველგვარ ზემოქმედებას გარემოზე და ყოველგვარ გარემოს დაზიანებას. ჩვენ უკვე რამოდენიმე გასვლა მოვახდინეთ ამ ტრასის გასწვრივ, დღეს მესამედ გადავიფრინეთ მთელი ტრასა. გაფრენა მოხდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კომისიის წევრებთან ერთად, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ პეციალურად შევქმენით მეცნიერებათა აკადემიის საუნივესტიტეტო განათლების სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლები და საერთოდ საქართველოს უთვალსაჩინოესი მეცნიერების ჯგუფი, ინჟინრების ჯგუფი. ამ კომისიამ უნდა შეისწავლოს ყველა ეს მასალა და ვიდრე არ მოხდება გარემოზე ზემოქმედების შესწავლა, ყველა კომენტარის გაკეთება, ყველა საკითხის გადაწყვეტა, რომ გარანტირებული იყოს ქვეყანა, რომ დარწმუნებული იყოს ყველა ჩვენგანი, რომ ეს პროექტი არავითარ ზიანს არ მიაყენებს ბუნებაზე, ვიდრე ეს არ მოხდება, ვიდრე ქართველი მეცნიერები დასკვნებს არ გააკეთებენ და ვიდრე არ დამტკიცდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება, მანამდე არ გაიცემა მშენებლობის დაწყების უფლება ამდენად, ამ განხილვას, რასაც ჩვენ აქ ვახდენთ უდიდესი მნიშვნელობა იმისთვის, რომ თქვენი მოსაზრება გავიგოთ თქვენი შეხედულებები ყველა საკითხზე, რომელიც შეიძლება აწუხებდეს მილსადენის გასწვრივ მიმდებარე მოსახლეობას და ეს ყველაფერი გათვალისწინებულიი იქნება ამ პროექტის შემუშავებაში. პირველად საქართველოს ისტორიაში ამ პროექტებისათვის შემუშავდა სოციალური ზემოქმედების პროგრამა ანუ რა გავლენას იქონიებს ეს პროექტები სოციალურად მოსახლეობაზე. ესეთი პრეცედენტი საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არსებობს. არ იარსებებს არც დიდი და არც მცირე საკითხი, რომელიც არ იქნება განხილული და შეთანხმებული საქართველოს მოსახლეობასთან, საქართველოს მეცნიერებასთან და უმთავრესი ამოცანა ჩვენი გახლავთ, რომ გარანტი ამ პროექტის რეალიზაციისა გახლავთ ის, რომ რაც შეიძლება ფართო საზოგადოებამ მიიღოს მონაწილეობა ამ პროექტში. ამ პროექტს არ გააჩნია არავითარი საიდუმლო, არც ერთი დოკუმენტი, რაც ამ პროექტს ეხება, არცერთი ნახაზი, კვლევა, რუქა, არაფერი საიდუმლო არ არის. ეს დოკუმენტები განთავსებულია საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, ყველა ბიბლიოთეკებში, ეს გამოქვეყნებული იყო გაზეთში და ინტერნეტიდან დაწყებული იგი ყველგან მოთავსებულია საიტებზე, ყველა ეს მასალა, რომელიც ხელმისაწვდომია აბსოლიტურად ყველასათვის. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ჩვენი ამოცანაა ასეთი შეხვედრების დროს გავიგოთ ის აზრი, რაც გააჩნია მოსახლეობას და ის რჩევები, რაც ჩვენ უნდა გავიზიაროთ და რა თქმა უნდა ბორჯომი ჩვენთვის არის ყველაზე მგრძნობიარე რეგიონი. ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს ბორჯომს და თქვენ ნახეთ რომ თვითონ მარშრუტი საკმაოდ ცდება ბორჯომის, ბაკურიანის ტერიტორიებს, ის გადადის მარტო ბორჯომის რაიონში არა, მთლიანად დაწყებული მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა, ბორჯომი, ახალციხე, ვალე ისე არის არჩეული, რომ აცდა ყველა დასახლებულ პუნქტს ე.ი. არც ერთ დასხლებულ პუნქტზე არ გადის ეს მილსადენი. თავდაპირველი ვარიანტით იგი, რამოდენიმე სოფლეს კვეთავდა მარნეულის რაიონში, გარდაბნის რაიონში, აქაც ცხრაწყაროსთან, მაგრამ ყველგან ინვესტორმა და ჩვენ მოვახერხეთ, რომ აბსოლიტურად არსად არ არის დასახლებული პუნქტი, სადაც ეს ნავთობსადენი გაივლის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ იმიტომ, რომ თუნდაც საქართველოში რა თქმა უნდა ამ პროექტს სულ ყველა მომხრე არ ყავს, დიდი წინააღმდეგობებია ამ პროექტის რეალიზაციაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ძალიან ძნელია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მუშაობენ ისე, რომ სხვისგან კარნახს არიან მიჩვეულნი აღიარეს, რომ ამ პროექტებით საქართველოს საფრთხე ემუქრება. როდესაც მე მეკითხებიან, რომ რა საფრთხე ემუქრება პროექტს, მე ვეუბნები ხოლმე, რომ არ არსებობს ვინმემ, თუნდაც რუსეთმა გადმოსხას დესანტი და დაბომბოს მილსადენი, მაგრამ საქართველოში საკმაოდ ბევრია ის ხალხი, რომელთა ხელებითაც შეიძლება ჩვენ წინააღმდეგობები შეგვხვდეს, ამიტომ ჩვენი ამოცანა და მიზანია რომ უდიდესი გარანტი ამ პროექტისა გახლავთ საზოგადოების მაქსიმალური მონაწილეობა. როდესაც ყველაფერი ყველესათვის იქნება გამჭვირვალე და ნათელი და მონიტირინგის პროცესი განხორციელდება, როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების პროცესში საზოგადოების მიერ, ეს არის ყველაზე დიდი გარანტი ამ პროექტის რეალიზაციისა. ეს არის ჩვენი მიზანი დღევანდელი შეხვედრისა, რომ თქვენთან ერთად განვიხილოთ ყველა საკითხი, რომ თქვენც დარწმუნდეთ, რომ პროექტი არის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განხორციელებული, რომ გათვალისწინებულია მაქსიმალურად ყველა საკითხი რაც კი შეიძლებოდა გათვალისწინებულიყო, რაც კი არსებობს საერთოდ და, რომ მიუხედავად ამისა თუ კი რამე არსებობს ისეთი, რაც შეიძლება აწუხებდეს საქართველოს მოსახლეობას, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ბორჯომის რაიონს ჩვენ მზადა ვართ, რომ თქვენთან ერთად განვიხილოთ, ვიმსჯელოდ და რაზეც პასუხი დღეს არა გვაქვს ის ჩავინიშნოთ, კიდევ ჩამოვიდეთ, კიდევ შევხვდეთ და ყველა საკითხი, რაც ეხება გარემოს დაცვას, სოციალურ საკითხებს, დასაქმებას, მე აგრეთვე მინდა გითხრათ საგანგებოდ, დამხვდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზოგიერთ რაიონში არიან ადამიანები, რომლების დადიან ბიპის სახელით და ხალხს ფულს სთხოვენ, ეს არის ტყუილი, დასაქმების თაობაზე ყველაფერი გამოქვეყნდება გაზეთში წინასწარ, რომელ რაიონში რა სამუშაოები იქნება, როდის იქნება განხორციელებული, რა კადრები იქნება საჭირო, როგორ დასაქმდება, შეიქმნება დასაქმების ცენტრები, არც ერთი სამუშაო ერთი ცენტიც არ ღირს, ყველაფერი არის უფასო, მთავარია, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ისინი უნდა მივიდნენ და ისინი იქნებიან ძალიან ღიად და გამჭვირვალედ შერჩეულნი ამ დასაქმებისთვის. ეს პროცესი იქნება ასევე ძალიან დიდი მონიტორინგის ქვეშ, როგორც ადგილობრივი სტრუქტურების მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ასე, რომ ერთი ნაბიჯიც არ გადაიდგმევა საზოგადოების ინფორმირების გარეშე და არ მონაწილეობდეს ამ ნაბიჯში. ძალიან დიდი მადლობალი ვარ ჩვენი მხარდაჭერისთვის, საერთოდ რასაც ბორჯომი და ბორჯომელები უჩენენ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კოორპორაციას იმიტომ რომ არ დარჩენილა ჩვენთვის არც ერთი პროექტი დაწყებული ჯერ კიდევ ბაქო-სუფსის ადრეულ ნავთობსადენიდან, რომ ჩვენ უდიდესი მხარდაჭერა არ გვქონიდეს, ამისათვის გულწრფელად მადლობას მოგახსენებთ, მე მინდა ისიც გითხრათ, რომ აქ რასაც ქართველობას ხედავთ ესინი BP-ში მუშაობენ, ისინი არიან უბრალოდ უცხოური კომპანიის თანამშრომლელბი და ისეთი კომპანია, როგორიც არის პიპი მისი მეშვეობით საქართველოში სხვა კულტურა შემოდის, სხვა საინჟინრო დამოკიდებულება შემოდის, მე ერთი მაგალითი მინდა გითხრათ, როდესაც შევარდნაძე ჩავიდა სუფსაში, იქ მომუშავე ხალხს სპეციალური ფორმა ეცვათ, დაცვაში კარებში იდგა 19 ქართველი წლის ბიჭი, რომელმაც უთხრა ჩემთვის სულ ერთია პრეზიდენტი ხართ თუ სახელმწიფოს მეთაური, თქვენ უნდა დაიცვათ ის უსაფრთხოების წესები, რომელის აქ არის მიღებული და აქ არის დამკვიდრებული ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ რომ გარდა იმ ეკონომიკური თუ პოლიტიკური სარგებლისა, რასაც საქართველო იღებს ამ პროექტებიდან ამ ურთიერთობებშიც ძალიან ბევრ რამეს მივიღებთ, რაც საქართველოს სჭირდება. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მოსახლეობის მონაწილეობის გარეშე ამ პროექტში არაფერი გაკეთდება და ეს იქნება ყველაზე კარგი მაგალითი და ნიმუში იმისი, რომ ყველა პროექტი საქართველოში უნდა იყოს განხორციელებული ასეთი გზით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თქვენთან ერთად შევძლებთ ამ ნიმუშის დამკვიკრებას.

ანტონიო სანტანიელო 
ლიკანი, 6 ივლისი

რამოდენიმე წელია, რაც ნავთობსადენის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტებისთვის ვხელმძღვანელობ გარემოზე შეფასების პროცესს. უკვე რამოდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ რაც პროექტზე დაიწყო მუშაობა, და რამოდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩვენ დავიყეთ მილსადენისთვის შესაბამისი გარემოს განხილვა, შეფასება და შესაბამისი პირობების შესწავლა. ჩვენ ინჟინრებთან თანამშრომლობით, მათი დახმარებით ჩვენ შევისწავლეთ პროექტის სავარაუდო შედეგები და რა ზემოქმედებას გამოიწვევდა იგი. გარემოსდაცვითი კუთხით ინჟინრებს ევალებოდათ მილსადენისთვის საუკეთესო მარშრუტის შერჩევა, მას შემდეგ ჩვენ შევუდექით პოტენციური ზემოქმედების შეფასებას და ამის შემდეგ ჩვენ დავეხმარეთ ინჟინრების შეეფასებინათნათ, როგორც საინჟინრო თვალსაზრისით, ასევე საექსპლუატაციო თვალსაზრისით მილსადენის შესაძლო ზემოქმედება. ჩვენ შევადგინეთ დოკუნენტი, ანგარიშები, კონსულტაციები რომელიც საჯარო განხილვებში იმართება. მე ეხლა წარმოგიდგენთ იმ ფაქტებს თუ როგორ შევასრულეთ ჩვენ სამუშაო. ყველაფერი დაიწყო ფონური მდგომარეობის შესწავლით, ანუ იმ პირობების შესწავლით, რომელიც არსებობდა პროექტის დაწყებამდე, შემდეგ ვცდილობდით შეგვერჩია გარემოსდაცვითი კუთხით ყველაზე მისაღები მარშრუტი, ჩვენ შევაფასეთ პროექტის ზემოქმედება მისი მშენებლობის და ექსპლუატაციის ფაზებისთვის, და შევაფასეთ პოტენციური რისკი და ალბათობა გაუთვალისწინებელი მოვლენების მოხდენისა და რა შედეგებს გამოიწვევს ეს შესაძლო შედეგები. შემდეგ ზოგადად შევაჯამეთ პროექტის ზემოქმედება და განვსაზღვრეთ ნარჩენების შემოქმედება ანუ ის ზემოქმედება, რომელიც მთლიანი ზემოქმედების მოგვარების შემდეგ რჩება. ეს იყო ყოვლის მომცველი პროცესი, რომელიც განხორციელდა ქართველი და უცხოელი ექსპერტების თამანშრომლობით, ჩვენ ჩვენი კვლევებისას შევეხეთ ნიადაგს, ფლორას, ფაუნას, ლანდშაფტს, გეოლოგიას, კულტურულ მემკვიდრეობას, და ჩვენი შესწავლის მიზანი იყო გამოგვევლინა მგრძნობიარე ადგილებზე გადასაჭრელი საკითხები. ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ მთელი რიგი საველე კვლევები ქართველ ექსპერტებთან ერთად. ფონური მდგომარეობის შესწავლის ნაწილს შეადგენდა მარშრუტის შესწავლა და მასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ბევრი ალტერნატივები იქნა შესწავლილი, სამი შესაძლო მარშრუტი განისაზღვრა, შესწავლილ იქნა და არსებული მარშრუტი არჩეულ იქნა ყველაზე მისაღებად გარემოსდაცვითი კუთხით. მე, როგორც BP-ის დამოუკიდებელმა ექსპერტმა თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ არსებული მარშრუტი არის ყველაზე მისაღები ალტერნატივა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც განვიხილეთ სხვადასხვა ალტერნატივები, ჩვენ შევეცადეთ შეგვესწავლა პროექტის ზემოქმედება და მასთან დაკავშირებული პრობლემები, განვიხილეთ მშენებლობის ფაზა, მასთან დაკავშირებული საკითხები, საექსპლუატაციო ფაზა და გაუთვალისწინებელი მოვლენები. ჩვენი ამოცანა იყო დაგვედგინა მნიშვნელოვანი ზემოქმედების სფეროები და შემდეგ ინჟინრებთან თანამშრომლობით შეგვეცადა მინიმუმამდე დაგვეყვანა ზემოქმედება. რაც შეეხება გაუთვალისწინებელ მოვლენებს, ჩვენ გავითვალისწინეთ მათი მოხდენის ალბათობა და მისაღები იქნებოდა მათი მოცულობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ძირითადი ზემოქმედება და ეფექტი პროექტს ექნება მშენებლობის ფაზაში, ვინაიდან აქ შეხება გვაქვს მძიმე ტექნიკასთან, უშუალოდ მიწაზე ხდება მუშაობა. რაც შეეხება პოტენციურ შესაძლო ზემოქმედებას, ანუ თუ მშენებელი-ინჟინერი არასწორად იმუშავებს, ამ პოტენციური ზემოქმედების თავიდან აცილება შეიძლება კარგი დაპროექტების მეთოდების გამოყენებით, კარგი საინჟინრო სამუშაოებით და ჯანსაღი მუშაობით და აზროვნებით. ამასთან დაკავშირებით სამშენებლო კონტრაქტორს მოეთხოვება შეიმუშაოს შესაბამისი გეგმა, რომელიც მოაწესრიგებს პროექტთან დაკავშირებულ ზემოქმედებას. სამშენებლო კონტრაქტორს მოეთხოვება ნარჩენების განკარგვის საკითხები, მდინარეთა დაბინძურების საკითხები, ნორმალური სამშენებლო პრაქტიკის გამოყენება და ა.შ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადებისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის ზემოქმედება დაკავშირებულია ჩამოთვლილ პუნქტებთან, პირველი არის ეკოლოგიური ჰაბიტატების განადგურება, ხეების მოჭრის აუცილებლობა, რომელიც საჭირო გახდება მარშრუტის მშენებლობის მომზადებისთვის, მეორე ეხება ფაუნის სახეობების შეწუხებას და მათი ჰაბიტატების განადგურების შესაძლებლობას ზრდიან, და მესამე ლანდშაფტის გაუარესება, რომელიც ზოგიერთ ადგილებში მათზე ზემოქმედების თავიდან აცილება შეუძლებელია. ახლა დაწვრილებით გესაუბრებით ლანდშაფტის საკითხებთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ განთავსდეს სამშენებლო დერეფანი აუცილებელია ხეებისგან განთავისუფლება და იმისთვის, რომ მილსადენი არ დაზიანდეს სამომავლოდ ამ სამშენებლო დერეფანში ვერ ჩავრგავთ ხეებს. ამ საკითხების მოგვარების მიზნით იმ ადგილებში, რომლების განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ჩვენ შევეცდებით, რომ სამშენებლო დერეფნის სიგანე შევამციროთ. ასევე ჩვენ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ის ხეები, რომლებიც მოიჭრება მილსადენის მშენებლობისთვის, გადაეცეს ხე-ტყის მეურნეობას და დამატებითი ხეების მოჭრას ადგილი აღარ ჰქონდეს. ყოველი მოჭრილი ხისთვის ჩვენ ვითვალისწინებთ 1 ხეზე 1,5 თანაფარდობას, ამ ხეების დარგვა განხორციელდება არა სამშენებლო დერეფანში, არამედ მის გარეთ, სადაც ხეების მოჭრის გამო ტყე დაზიანებულია. ასევე ზემოქმედება უკავშირდება ფლორის სახეობათა პატარა მცენარეებს, იშვიათ მცენარეებს და იმისათვის, რომ ზიანი არ მიადგეთ ამ მცენარეებს ჩვენ გარკვეული ზომები და გეგმები გვაქვს გათვალისწინებული, რაც გულისხმობს იმას, რომ მოხდება ამ მცენარეების სხვა უბნებში გადარგვა ან მათი თესლების შეგროვება, ბოტანიკურ ბაღში განთავსება, შენახვა და შემდეგ მათი ხელახლა დარგვა დერეფნის გასწვრივ. რაც შეეხება ფაუნას, იმისდა მიხედვით რა ცხოველებთან გვექნება შეხება, ჩვენს მიერ გატარებული ზომები ინდივიდუალური იქნება და ძირითადი შემარბილებელი ზომა ამ შემთხვევაში არის ის, რომ ვაწარმოოთ სამუშაოები იმ პერიოდისთვის, როდესაც ამ ცხოველებზე დიდ ზეგავლენას არ მოვახდენთ ანუ ზამთრის პერიოდში სამუშაოებს ისეთი ინტენსიურობით არ წავრმართავთ, რადგან დაცული იქნას ისეთი სახეობები, როგორიც არის დათვები. რაც შეეხებათ ფრინველებს მათ ჰაბიტატებს გადავიტანთ სხვა ადგილას, რათა მათ ზიანი არ მივაყენოთ და ბუდობის პერიოდისათვის შესაბამისი ჰაბიტატები მოვუძებნოთ. არის გარკვეული მონაკვეთები მარშრუტზე, სადაც ზემოქმედებას ადგილი ექნება ლანდშაფტზე, რაც გარდაუვალია, მაგრამ ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ვიზუალური თვალსაზრისით ლანდშაფტზე უხეში ზემოქმედება არ მოხდეს და ვიზუალურად მიყენებული ზემოქმედება დაიფაროს. რაც შეეხება მიწიზედა ნაგებობებს და აქ შევეცდებით, რომ ხეების დარგვის საშუალებით მაქსიმალურად შევნიღბოთ ისინი. რაც შეეხება საექსპლუატაციო ფაზას, მასთან ერთად სხვა საკითხებიც წარმოიშობა. მილსადენი მოთავსებული იქნება მიწის ქვეშ, აქედან გამომდინარე არც ხმაური იქნება, არც არანაირი სუნი და თვალისთვისაც შენიღბული იქნება. რაც შეეხება ნარჩენების ზემოქმედებას იგი იქნება ძალიან ზომიერი. ძირითადად ნარჩენი ზემოქმედება იქნება ხმაური და ვიზუალური ეფექტი. თუმცა ყველანაირად შევეცდებით, რომ ეს ზემოქმედება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და მოხდეს მისი ლოკალიზება. მიწისზედა ნაგებობების ადგილმდებარეობა ისე იქნება შერჩეული, რომ შორს იქნებიან საცხოვრებელი ადგილებიდან და შეინიღბებიან ხეების დარგვით. მესამე ფაზაა გაუთვალისწინებელი მოვლენების ფაზაა, რომელიც ჩვენს მიერ იქნა შესწავლილი. მაგრამ თუკი მილსადენი შესაბამისი სტანდარტებით და კარგად იქნება აშენებული მათი ალბათობა იქნება ნულის ტოლი. ისე იქნება მათი ადგილები შერჩეული, რომ ყოველგვარი საფრთხე, რისკ-ფაქტორი თავიდან იქნეს აცილებული. ასეთ შემთხვევაში მილსადენის მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა არის ძალიან დაბალი, რიკსი ლოკალიზებული იქნება მხოლოდ ძალიან ცოტა უბანზე, ასეთი ადგილები არის აქტიური რღვევების გადაკვეთები და დიდი მდინარეების გადაკვეთები მილსადენი დაპროექტდება ისე, რომ გათვალისწინენული იქნეს ყველანაირი რისკი. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი ზომა არის გათვალისწინებული იმისათვი, რომ თავიდან იქნეს აცილებული მილსადენის გაუმართაობა, გატარებული იქნება უმაღლესი ხარისხის ზომები, ასე, რომ გაძლიერებული იქნება უსაფრთხოების რეჟიმი და გვეყოლება კარგად გაწვრთნილი ბრიგადა. ასე, რომ გარემოსდაცვითი, საინჟინრო, დაპროექტების თუ მარშრუტის შერჩევის კუთხით ყველანაირი ინფორმაცია იქნა შესწავლილი, გადამუშავებილი და გაანალიზებული. ვინაიდან იქნება ნარჩენი ზემოქმედება, მინდა დაგარწმუნოთ, რომ იგი იქნება ძალიან დაბალი. ვითვალისწინებთ რა პროექტისათვის დიდ მნიშვნელობას, მის მასშტაბებს და სარგებელს, ნარჩენი ზემოქმედება ჩვენ უმნიშვნელოდ ჩავთვალეთ. ყველაზე უარეს შემთხვევებსაც კი თუ გადავავლებთ თვალს, მათი მოგვარებაც კი შესაძლებელია. დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს პროექტი თავისი მასშტაბებით, თავისი დაცვის თვალსაზრისით და ყველანაირი სტანდარტით მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს შევადაროთ.

ედ ჯონსონი 
ლიკანი 6 ივლისი

ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მობრძანებისათვის, სანამ ექსპერტების მოხსენებებზე გადავიდოდე რამოდენიმე სიტყვით მოგახსენებთ, რომ გარდა იმისა, რომ მოვსულიყავი და ასეთი სილამაზისთვის შემევლო თვალი, არსებობს მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც მე აქ ვარ დღეს და მე მინდოდა თქვენ გენახათ სახეები ქართული მხარისა, ქართველი წარმომადგენლებისა, BP-ის წარმომადგენლობისა და ყველა იმ პიროვნებისა, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში მილსადენების გაყვანაზე. რაც შეეხება გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს მათზე მუშაობისთვის, მათ განსახილველად BP-იმ და მისმა პარტნიორებმა დაიქირავეს წამყვანი, მაღალ კვალიფიცირებული და პასუხისმგებელი ექსპერტები. მე მათ მადლობას მოვახსენებ საქართველოში მუშაობისთვის. და ჩემი ჯგუფის მიზანი და ამოცანა არის ის, რომ ამ ლამაზ და მშვენიერ გარემოში ავაშენით ისეთი მილსადენი, რომელიც იქნება, შესაბამისი სტანდარტებით განხორციელებული, აშენებული და ყველანაირი გარამოსდაცვითი, სოციალური და სხვადასხვა სტანდარტების დაცვით. ჩვენი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ ჩვენმა ექსპერტებმა მოგახსენოთ ამ საკითხების შესახებ. თუმცა თქვენც გაკისრიათ პასუხისმგებლობა, თქვენ წარმოადგენთ ოჯახებს, თქვენ ბრძანდებით წარმომადგენლები თქვენი მეგობრებისა, ნათესავებისა, და ისინი თქვენზე ამყარებენ იმედს, რომ დაგვისვათ კითხვები, გამოამჟღავნოთ თქვენი მოსაზრებები, შენიშვნები და დაგვეხმაროთ ჩვენ და დარწუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც დავამთავრებთ ჩვენს პრეზენტაციას დაგვისვამთ კითხვებს და გაგვაცნობთ თქვენს მოსაზრებებს. დიდ მადლობას მოგახსენებვთ წინასწარ კითხვებისთვის და თქვენთან თანამშრომლობით, თქვენი მხარდეჭერით ჩვენ მოველით საქართველოსთვის უდიდესი სარგებლის შექმნას.

მოსახლეობის მიერ დასმული შეკითხვები შეხვედრაზე და ბრიტიშ პეტროლეუმის პასუხები:

ვალე 
17 ივნისი

- არის თუ არა შესაძლებელი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის აქვე გადამზადების შესაძლებლობა და ყველა სახის სამუშაო შესრულდეს საქართველოს მოქალაქეების მიერ? 

რასაკვირველია გარკვეული სახის სამუშაოებისათვის შესაძლებელია დაქირავებულ იქნას ადგილობრივი მოსახლეობა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ აღმოჩნდა შესაფერისი სპეციალისტი მას ჩამოვიყვანთ საქართველოს სხვა რეგიონიდან ან უცხოეთიდან. თუმცა გარკვეულ სამუშაოებზე მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.

- როგორ დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, კონკრეტულად ვალეს მოსახლეობა?

სამშენებლო კონტრაქტორი მოგახსენებთ სად იქნება კონკრეტულად დასაქმების ცენტრები. ამისათვის სამშენებლო კონტრაქტორი განსაზღვრავს თუ რა ტიპის სამუშაოები და გამოცდილება სჭირდება მას. ამას თქვენ შეგატყობინებენ, შემდეგ თქვენ მიბრძანდებით დასაქმების ცენტრებში და იქ სამშენებლო კოტრაქტორი შეამოწმებს, თუ რამდენად შეესაბამებით ამა თუ იმ სამუშაოებს. ყველაფერს გაგაგებინებენ თავის დროზე. რადგან თქვენ მოგეცეთ იმის საშუალება მობრძანდეთ იქ და შეავსოთ ანკეტები.

- აქვთ თუ არა პრივილეგიები, ვინც ახალციხის შრომის ბირჟაზეა აღრიცხვაზე აყვანილი?

სამუშაოს მიირებენ ის კონკრეტული პიროვნებები, ვინც რეგისტრირებულნი იქნებიან სამშენებლო კონტრაქტორის მიერ შექმნილ დასაქმების ცენტრში. 

- მილსადენი კრძალავს მშენებლობასა და ხეხილის დარგვას იმ ადგილას სადაც მილები იქნება გაყვანილი, ანაზღაურდება თუ არა ეს?

მილსადენი არ კრძალავს, მაგრამ იქნება გარკვეული შეზღუდვები მილსადენის უსაფრთხოების თვალსაზრისით. თავდაპირველად მოხდება მოლაპარაკება, რის შემდეგაც დადგინდება, კომპენსაციის ოდენობა. ამ კომპენსაციაში შევა მიწის ღირებულება, განისაზღვრება ერთი წლის მოსავლის კომპენსაცია. ამის შემდეგ, როდესაც მშენებლობა დამთავრდება, ეს მიწა აღდგება საწყის მდგომარეობაში და იქ შესაძლებელი გახდება სასოფლო სამეურნეო საქმიანობის გაგრძელება თუმცა გარკვეულ შეზღუდებით. ეს შეზღუდვები უსაფრთხოების თვალსაზრისითაა და ითვალისწინებს იმას, რომ არ შეიძლება მილსადენზე ხეების დარგვა და მშენებლობა. წინასწარ კომპანიას შესყიდული ექნება ეს ადგილები ამიტომ კომპენსაცია აქ შეზღუდვაბზე უკვე გადახდილი იქნება. პირველივე მოლაპარაკებისას განისაზღვრება კომპენსაციის თანხა.

- რას მიიღებს ვალე სანაცვლოდ მილსადენის ტერიტორიაზე გავლით? როდესაც საბაჟო გაიხსნა იყო უამრავი დაპირებები, რომ ეს ქალაქი მიიღებდა უდიდეს შემოსვლას, მაგრამ საბაჟოს გახსნის შედეგად, ქალაქში მძიმე მანქანების მოძრაობის გაზრდით დაინგრა სახლები, იგივეს იგივეს გვპირდებით თქვენ? თუ აწარმოებთ ოქმს, გამოგვიგზავნეთ აუცილებლად. (მესხა მელიქიძე, ქ. ვალეს გამგებელი)

ოქმს ვაწარმოებთ და აუცილებლად გამოგიგზავნით. BP არის საკმაოდ დიდი კომპანია და თავისი პოლიტიკის მიხედვით იგი ცდილობს იმ ადგილებში, იმ რაიონებში და იმ ქალაქებში, სადაც მოღვაწეობს, მოსახლეობამ გარკვეული სარგებელი ნახოს. სწორედ ამიტომ, გარდა იმისა რომ სამშენებლო მოღვაწეობა იქნება, BP-ის გათვალისწინებული აქვს ე.წ საინვესტიციო პროგრამა, რომელიც დააფინანსებს გარკვეულ ტიპის პროექტებს, როგორც ვალეში, ასევე მის შემოგარენში. სწორედ ახლა გაქვთ იმის საშუალება გვითხრათ კონკრეტულად რა სჭირდება ქალაქს, რა არის თქვენი პრობლემები, რათა გავითვალისწინოთ ისინი სამომავლოდ.

- გაზსადენის გაყვანის შემდეგ თუ მოხდება ადგილობრივი გაზიფიცირება მოსახლეობისა? 

მთავრობასა და კომპანიის შორის დადებულ ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს აქვს უფლება აირჩიოს ან აიღოს სატარიფო გადასახადი, ან აიღოს გაზი. გარდა ამისა საქართველო კიდევ დამატებით მიიღებს გარკვეულ საფასურად გაზს, ესე იგი სახელმწიფო ამ გაზსადენიდან მიიღებს გაზს, შემდეგი გამოიყენებს მას თავის შეხედულებისამებრ.

- ღებულობთ თუ არა თქვენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მაგალითად, ჩვენ სასმელი წყალი მოგვეწოდება მდინარიდან, ვღებულობთ ჩვენ გაფილტრულ წყალს. ტერიტორიულად გაზსადენიც და ნავთობსადენიც გადის ამ რეზერვუარის ზემოთ და რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მოხდება რაიმე ავარია და დაბინძურდება სასმელი წყალი, ანდა გაზით გაზით დაბინძურდება ჰაერი? 

მილსადენების დაპროექტება მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვით აშენდება მილსადენი, იმისათვის, რომ თვითონ ეს მილსადენი ფუნქციონირების პროცესში არ იქნას დაზიანებული. ნავთობიდან დაბინძურების მხრივ კი უნდა შემუშავდეს ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ტიპის ჩარჩო, ხოლო შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს ნავთობის დაღვრაზე რეაგირების სპეციფიკური გეგმები, რომლებიც სპეციფიკური იქნება იმ ადგილებისათვის, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარეობით გამოირჩევა და ამ გეგმის მიხედვით იქნება დაღვრაზე რეაგირების ჯგუფები, რომლებიც სათანადოდ იმოქმედებენ და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება და ნავთობის დაღვრა შეძლებისდაგვარად იქნება აღკვეთილი. შემუშავებული არის სხვადასხვა წინადადებები, მოდულირება ნავთობის დაღვრისა თუ სად დაღვრის შემთხვევაში სად უნდა იყოს დაღვრაზე რეაგირების ჯგუფი, იმისათვის, რომ არ გავრცელდეს ეს დაღვრა.

- თუ ვინმე წინააღმდეგია თავისი მიწის გადაცემაზე რა მოხდება ამ შემთხვევაში?

პირველ რიგში კომპანია იმედოვნებს, რომ მისი შეთავაზება იქნება მისაღები, ეს იქნება აბსოლიტურად სამართლიანი და გაკეთებული იქნება გამჭვირვალედ. მაგრამ თუ მაინც მოხდება, ისეთი შემთხვევები, რომ მიწის მფლობელს არ სურს წავიდეს კომპანიის წინადადებაზე, ამ შემთხვევაში არსებობს ორი შესაძლებლობა: ერთი არის, რომ კომპანია შეეცდება შეცვალოს მილსადენის კურსი, ანუ შემოუაროს იმ ტერიტორიას, მაგრამ თუ ეს მიზანსეწონილი არაა, ამ შემთხვევაში კომპანიას აქვს უფლება საქართველოს მთავრობიდან გამოიყენოს ე.წ. იძულებითი შესყიდვის წესი, რომელიც ვთვლით, რომ მაქსიმალურად იქნება თავიდან აცილებული.

- თუ ჩატარებულია საველე კვლევა მილსადენის გასწვრივ, თუ არის სადმე აღმოჩენილი ჯილეხი? 
კვლევა ჩატარდა, გარდა ამისა გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა მილსადენის სამშენებლო დერეფნის ფარგლებში, ჩვენს მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ჯილეხი აღმოჩენილ არ არის. თუმცა BP-ის აქვს ძალიან მკაცრი ჯამრთელობისა და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლის თანახმადაც თუ აღმოჩენილ იქნა ჯილეხი, როგორი იქნება მოპყრობა.

- 1000-ობით ტონა სამშენებლო მასალა იქნება შემოტანილი და ეს გზა ამას ვერ გაუძლებს. მშენებლობის დაწყებამდე დარჩენილი გვაქვს 7 თვე ეს გზა სამ ბალიანი მიწისძვრაა ისედაც უკვე დანგრეული ბინებისთვის, როგორ იქნება გზის საქმე? როგორც შევიტყვეთ 2500 კაცამდე მიიღებს მონაწილეობას მშენებლობაში, ბანაკი იქნება ახალციხეში, ახალციხეში წყალი არ არის, დაბინძურებულია, ერევა ფეკალური წყლები, სასმელი წყალი კი ვალეში საერთოდ არ არის, რას იზამს სამშენებლო კონტრაქტორი წყალთან დაკავშირებით?

ჩვენ შევისწავლეთ ყველა, გზები, რომლებიც შეიძლება დაგვჭირდეს ამ მშენებლობისათვის და გვინდა ვთქვათ რომ კონტრაქტორი მაქსიმალურად შეეცდება გამოიყენოს სამშენებლო კორიდორი, მაგრამ იქ სადაც იგი გამოიყენებს გზას, იგი აუცილებლად შეაკეთებს მას. სამშენებლო კონტრაქტორი არანაირად არ გამოიყენებს წყლის რეზერვებს, ვინაიდან არ გვინდა კიდევ უფრო დავტვირთოთ ის სისტემა, რომელიც არსებობს, ამიტომ წყალს სამშენებლო ბანაკებში შეიტანენ ბოთლებით.

- რადგან ყველაფერი დამოკიდებულია კონტრაქტორზე, შეხვდებით თუ არა კონტრაქტორს და როდის

როგორც მოგახსენეთ კონტრაქტორი ჯერ დანიშნული არ არის, მაგრამ, როგორც კი დაინიშნება, ის რასაკვირველია მოვა აქ და თქვენ შეგხვდებათ. 

- როგორ მოხდება შემოსული სატარიფო გადასახადების გადანაწილება ადგილობრივ ბიუჯეტში?

ტარიფები შევა ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო თუ როგორ გადაანაწილებს მას საქართველოს მხარე მე პასუხს ვერ გაგცემთ.

- როგორი იქნება ხელფასები? 
ეს ხელფასები რა საკვირველია სრულიად განსხვავდება იმ ხელფასებისაგან რომელიც ახლა არსებობს საქართველოში, მაგრამ ზუსტი თანხის დასახელება არ შეგვიძლია.

- ვთქვათ ერთი გლეხის ფართობზე გაიარა ამ მილსადენმა, რომლის მიწაც არის 10მ სიგრძე და 20მ სიგანე, 44 მეტრიანმა კორიდორმა კი იგი გაჭრა შუაზე, ნაწილი ფართობის იქით მხარეს დარჩა, ნაწილი კი აქეთ, როგორ უნდა დაამუშაოს გლეხმა ან ერთი ნახევარი ან მეორე? 

იმ შემთხვევაში თუ ჩამონაჭერის დამუშავება უაზრო ხდება, კომპენსაცია გაიცემა მთლიანად მიწაზე.

- ოდიდგანვე ვალეში ცხოვრობს მშრომელი ხალხი, სტუმარს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდით და ახლაც მზად ვართ ჩვენი მიწა დავცალოთ და მათ მივცეთ გზა. მაგარამ, როგორც ჩვენმა ახლად არჩეულმა გამგებელმა აღნიშნა ვალეში ძალიან ღარიბი ხალხი ცხოვრობს, შუქი გვენატრება, უკანასკნელ ფულს სინათლეში ვდებთ, რათა სინათლე იყოს. ამას წინათ ბურჯანაძე იყო ჩამოსული, შეგვპირდა ათას რამეს, გაგვახარა, ლამაზად დაგვეძინა მაგრამ არაფერი კეთდება. გაივლის დრო, დაიქცევა ვალე ისევ. მიხედეთ ცოტა ვალეს, გზა გააკეთეთ, სინათლეზე ორი კაპიკი ჩადეთ, რომ ამ ნავთობსადენმა მართლაც რაღაც მოგვიტანოს. წაიყვანეთ ვალედან მშრომელი ხალხი სამუშაოდ და ის არ შეგარცხვენთ.

ამის შესაძლებლობა იქნება, თუ ვალეში იქნება იმ სპეციალობისა და გამოცდილების მქონე ადამიანები, რომლებიც საჭირო იქნება ამ მშენებლობიისათვის, ხოლო რაც შეეხება იმ უამრავი პრობლემის გადაჭრას, რომელიც ვალეში არის, ეს პრობლემები აწუხებს მთელ საქართველოს, სამწუხაროდ, ჩვენ ნავთობკომპანია, სამშენებლო კონტრაქტორები ვერ გადავწყვიტავთ ყველა პრობლემას, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, მაგრამ რისი გადაჭრაც ჩვენ შეგვიძლია ამას გავაკეთებთ. გვექნება გარკვეული პოგრამები რომელიც დაფინანსდება რაიონებში და გარკვეულ სარგებლობას მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას. კონკრეტულად ახლა ვერ ვილაპარაკებთ რადგან ეს პროგრამა დამუშავების პროცესშია, მაგრამ ის ფაქტი რომ ეს პროგრამა ნამდვილად განხორციელდება, ამის თქმა შეიძლება. არის რაღაცეები რისი გაკეთებაც ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ რაღაცეები რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლი და ამის შედეგებს თქვენ დაინახავთ. 

- როდესაც აწყურში აიყვანთ ადამიანს სამუშაოდ და შემდეგ ვალეს რომ მიუახლოვდება მილსადენის მშენებლობა, გაანთავისუფლებთ ამ ადამიანს?

ჩვენი ძირითადი მოთხოვნა კონტრაქტორის მიმართ არის ის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად დაასაქმოს მოსახლეობა, მაგრამ იმის გამო, რომ მშენებლობა სწრაფ ტემპში მოხდება, კონტრაქტორს არ შეეძლება ყველა ადგილას გამოცვალოს ნახევრად კვალიფიცირებული მუშახელი, მაგრამ არაკვალიფიცირებულ მუშახელი ყველა რეგიონში გამოიცვლება, თუმცა როგორც ხვდებით კონტრაქტორისათვის იოლი არ არის გამუდმებით ცვალოს მუშახელი, მაგრამ BP-ის მოთხოვნა, რომ მაქსიმალურად ყველა დასაქმდეს. რაც შეეხება ზოგადად სამუშაოს გადანაწილებას, საქმე ისაა, რომ მარტო მილსადენი არ შენდება, მასთან ასოცირებულია მიწისზედა ნაგებობა, მაგალითად ვალეს ტერიტორიასთან არის მზომი სადგური, გაზის მიმღები სადგური, რომელიც აზეირბაჯანის საზღვართან არის, ორი საქაჩი სადგური გარდაბანთან, თეთრი წყაროს რაიონში, გამწმენდი სადგური, ეს ყველაფერი პარალელურად მიმდინარეობს და ძალაუნებურად მეტ-ნაკლებად თანაბრად იქნება გადანაწილებული ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილები.

- აქედან დასკვნაა, რომ საქართველოს უკიდურესი კუთხეა ვალე. ადგილები გადანაწილდება და ვალელებისათვის არაფერი აღარ დარჩება?

ერთ უკიდურეს კუთხეში იქნება მზომისადგური და მეორე უკიდურეს კუთხეში იქნება გაზის მიმღები სადგური, ხოლო თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ უკვე ვიღაცამ სადღაცას მოასწრო სამუშაოს მიღება, ეს გამოჩნდება, იგივე ვალეშიც მოხდება.

- როდის დაიწყება კომპენსაციაზე მოლაპარაკება და ვის მიწაზე გაივლის მილსადენი? 

ივლისიდან დაიწყება მოლაპარაკებები მიწათმფლობელებთან და მოსარგებლესთან. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიის წარმომადგენლები, ადგილობრივი სოფლის გამგებელი ან საკრებულოს წარმომადგენელი და მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის წარმომადგენელი. ეს იქნება წინასწარი ინსპექტირება, ამ დროს მოხდება დეტალური აღწერა იმ უბნის, რომელიც გამოყოფილი მილსადენის ასაშენებლად ამის შემდეგ კომპანია 1 თვეში მოამზადებს საკომპენსაციო შეთავაზებას და მას წარუდგენს მიწის დეპარტამენტს. 

ახალციხე 
18 ივნისი

- როგორ შეფასდება მიწა და ხომ არ იქნება ცალმხრივი?

შეთანხმება დამყარებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებაზე. იგი შეფასდება მოთხოვნა-მოწოდების საფუძველზე, რაც არის ძირითადი საბაზრო მოთხოვნა. ჩვენ ვფლობთ დღეისათვის არსებულ სურათს ყველა ჩვენთვის საინტერესო რაიონში რა მდგომარეობაა საშუალოდ ამ მიმართულებით, უკანასკნელ პერიოდში მიწის ყიდვა-გაყიდვის რა ფასია დაფიქსირებული.

- რა ღირებულების იქნება მიწა?

ჯერ არ არის განსაზღვრული, იგი განისაზღვრება კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკების ნიადაგზე. ამაზე ინფორმაციას მოგაწვდით საქართველოში მოქმედი მიწის მესაკუთრეთა დაცვის ორგანიზაცია.

- იქნება თუ არა განსხვავება სამოსახლო მიწის ნაკვეთებზე?

ეს არის განსაკუთრებული კატეგორია, რომლის დადგენაც მოხდება 44 მეტრიანი კორიდორის განსაზღვრა და მაშინ თქვენ მოგეთხოვებათ წარმოადგინოთ მიწაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, სადაც აღნიშნული იქნება თუ რა მიზნისთვის არის ეს მიწა გაცემული.

- საიდან იქნება საბაზრო ფასი აღებული?

მისი აღება კერძო საკუთრებაზე როგორც ასეთი არ ხდება. ჩვენ მას ავიღებთ რეგისტრაციის განყოფილებიდან, იმის მიხედვით უკანასკნელ პერიოდში რა ფასებში ხდბოდა მიწის ყიდვა-გაყიდვა.

- რამდენად იღებს BP კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულებას?

ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ არქეოლოგიურ ცენტრებთან, მათთან ერთად ვცდილობთ შევიმუშაოთ ისეთი პროგრამა, რომელიც წაადგება, როგორც მიწისზედა ძეგლებს მილსადენის გასწვრივ, ასევე არქეოლოგიურ უბნებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ მილსადენი დავაპროექტოთ ისე, რომ მაქსიმალურად გვერდი ავუაროთ ასეთ უბნებს. ჩვენ უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ, რომ როგორმე გვერდი აგვევლო გამოვლენილი, ჩვენთვის ცნობილი არქეოლოგიური ძეგლებისათვის და მინიმალური ზემოქმედება მოგვეხდინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. მშენებლობის პროცესში ჩვენ შეიძლება წავაწყდეთ არქეოლოგიურ უბნებს. ჩვენ გვაქვს შეთანხმება ქართველ არქეოლოგებთან, რომ თუ რამე აღმოჩენები იქნება, ისინი ბინას დაიდებენ საქართველოს მუზეუმებში. ეს არის ის საკითხი, რომელსაც უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ და გვინდა ვუზრუნველყოთ, რომ სამშენებლო კონტრაქტორმაც მას დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს. ეს სამუშაო ჩატარდება, როგორც მშენებლობის დაწყებამდე, ასევე მშენებლობის პერიოდშიც, ქართველი არქეოლოგები გააკონტროლებენ ყველა შესაძლო აღმოჩენას და მათი რეკომენდაციით მოხდება შემდგომი ქმედებები. BP და GIOC მთლიანად ვიზიარებთ თქვენს დამოკიდებულაბას არქეოლოგიური ფასეულობების მიმართ და საზოგადოებრივი ინვესტიციების პროგრამები გახლავთ არაპირდაპირი საქმიანობებისათვის გამოყოფილი თანხა, რომელიც წარიმართება ამ მიმართულებით. ისეთ მრავალფეროვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა უამრავი სფეროა, რომელზეც ყურადღების გამახვილება გვჭირდება. ჩვენთვის ძალიან კარგადაა ცნობილი საქართველოს პრობლემები გზებთან დაკავშირებით. ჩვენ მთავრობის ფუნქციებს ვერ ვიკისრებთ, მაგრამ გარკვეულ სფეროებში ჩვენ შეგვიძლია გარკვეული გაუმჯობესებების შეტანა.

- ნავთობსადენისა და გაზსადენის საბოლოო ჩამოყალიბებული ე.წ. დერეფანი 8 მეტრიანი სიგანის მუდმივი მიწა ვის საკუთრებაში იქნება, იგი გადაეცემა BP-ის, თუ იგი აიღებს მას იჯარით გარკვეული ვადით?

BP-ის არც ერთი მეტრი საქართველოს მიწა კერძო საკუთრებაში არ სჭირდება, მას მიწა სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ მილსადენის ასაშენებლად.

- ხომ არ მოხდება აქაც იგივე, რაც მოხდა სუფსაში?

სუფსის მაგალითი აქ არ გამოგვადგება, რადგან იგი იყო იმ პერიოდში, როდესაც მიწა ჯერ კიდევ არ იყო გადაცემული კერძო საკუთრებაში და იყო მუდმივ სარგებლობაში. 1997 წლის 15 ივნისს გამოვიდა საქართველოს კანონი და სარგებლობაში არსებული მიწები გადავიდა კერძო საკუთრებაში. სუფსაში მუდმივი სარგებლობისათვის სახელმწიფომ მისი ტოლფასი მიწა მისცა ხალხს იქვე გვერდზე, გადაეხადათ კომპენსაცია სანაცვლოდ მიწის ათვისებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ სიტუაციაში ეს სქემა არ იმუშავებს, იმიტომ, რომ დღეს გლეხი უკვე გახდა კერძო მესაკუთრე და მან ან უნდა გაყიდოს ან უნდა გაასხვისოს ეს მიწა გამომდინარე იქიდან თუ როგორ მოილაპარაკებენ მყიდველი და გამყიდველი და რა პირობებზე შეთანხმდებიან. იმ შემთხვევაში ყველა მიწის კერძო მესაკუთრე იყო სახელმწიფო. ამიტომ ის სქემა, რომელიც სუფსაში განხორციელდა ამ პერიოდისათვის ჩვენთვის მისაღები არ არის, თორემ ქვეყანა სიამოვნებით გადადგამდა ისევ ამ ნაბიჯს.

- თუ ერთი და იგივე პიროვნების ნაკვეთზე გაიარა ნავთობსადენმაც და მილსადენმაც, გადახდა მოხდება ცალ-ცალკე?
თავისთავად. განსხვავება მხოლოდ ერთია, ეს კერძო მესაკუთრეს არ ეხება, სახელმწიფო საკუთრების მიწა, რომელზეც გაივლის ნავთობსადენი, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ინვესტორს გადასცეს უფასოდ, ხოლო რომელზეც გაივლის გაზსადენი, იმაზე გადაიხდიან თავისი ღირებულების საფასურს.

- შეგვიძლია ეხლა დავთესოთ მოსავალი ჩვენს მიწაზე?
წელს შეგიძლიათ ყველამ ყველაფერი დათესოთ. შემოდგომისათვის ალბათ უკვე იქნება ჩამოყალიბებული სტრატეგია და თუ თქვენი ნაკვეთი მოხვდა ამ დერეფანში, ყველას წინასწარ შეგატყობინებთ, ჯერ არავინ არ იცის ვისი ნაკვეთი აღმოჩნდება ამ დერეფანში. აღწერილი იქნა დერეფანი, რის შემდეგაც მან ცვილებები განიცადა და მოსალოდნელია, რომ მან კიდევ განიცადოს ცვლილებები.

- თუ ვერ მორიგდნენ კომპანია და მესაკუთრე რა მოხდება მაშინ?

პირველ რიგში ვეცდებით, რომ მოვრიგდეთ თუ არადა არსებობს საქართველოს კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება ამ მიწის შეფასება დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ და გადაეცემა კომპენსაცია მესაკუთრეს.

- ითვალისწინებს თუ არა პროექტი გარემოსდაცვითი თვალსაზრისით რაიმე კომპენსაციას?
პირველ რიგში შეფასდება ემისიები, მოიმატა თუ არა, შეფასდება ჰაერი, ხმაური. შემდეგ იმის გათვალისწინებით რა ფაქტორი იმუშავებს, შეფასებული იქნება რა მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს ეს ემისიები ჰაერში, მაშასადამე თუ იქნება ძლიერი ცვლილება, კომპენსაციაზე ამ შემთხვევაში შეიძლება საუბარი, მაგრამ კონტრაქტორთან შეთანხმებაში ჩადებულლია ის, რომ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების ტექნოლოგიები იქნეს გამოყენებული მშენებლობის დროს, ასევე ჩადებულია ისიც, რომ ნარჩენები თვითონ გაიტანონ.

აწყური 
19 ივნისი

- რა სახის ანაზღაურება იქნება მიწაზე?
საბოლოო თანხა დადგინდება საბოლოო მოლაპარაკებისას, ეს კონკრეტულად დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე. ასევე დამოკიდებული იქნება მიწის ადგილმდებარეობაზე.

- გაიცემა თუ არა კომპენსაცია იჯარით აღებულ მიწაზე?

გაიცემა თუკი ამჟამად მიწა გაფორმებული აქვთ იჯარით. 

- გვექნება თუ არა გაზით მომარაგება?

შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო ნაწილს უფასოდ მიიღებს, ნაწილს კი შეიძენს, მაგრამ სახელმწიფოზეა დამოკიდებული თუ როგორ გაანაწილებს მას.

- რამდენად მოხდება იმ მძიმე ტექნიკის გამოყენება, რომელიც რაიონშია?

სამშენებლო კომპანიის ჩამოსვლის შემდეგ მოხდება ამ ტექნიკის შეფასება და ამის მიხედვით გადაწყდება ეს საკითხი.

- გვექნება თუ არა მშენებლობის უფლება მილსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე?

სამშენებლო ზოლის დადგენის შემდეგ ამ ზოლში არ შეიძლება სახლის აშენება, ხეების დარგვა მილსადენის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

- თუ არ სურს მიწის მეპატრონეს მის ტერიტორიაზე გაიაროს მილსადენმა რა მოხდება მაშინ?

პირველ რიგში BP იმედოვნებს, რომ მიწის მეპატრონე დათანხმდემა, თუ არა და არსებობს ორი ვარიანტი ან შეიცვალოს მარშრუტი თუ ეს ტექნიკურად მიზანშეწონილია ან BP-ის მინიჭებული აქვს სახელმწიფოს მიერ იძულებითი შესყიდვის უფლება.

რუსთავი 

2 ივლისი

- დაცვაში თუ დაასაქმებენ ადგილობრივ მოსახლეობას?

პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ დაახლოებით 50-80% იქნება დასაქმების წილი მთლიანად მილსადენისთვის საჭირო საქმიანობებში. ეს მოიცავს ყველანაირი ტიპის სამუშაოს და განთავსებულია მილსადენის მარშრუტის მთელ სიგრძეზე ეს იქნება დაცვის სამსახური ან სხვა. ყველაზე სწორი იქნება ამ შემთხვევაში თუ ვიტყვით, რომ მათ ვისაც სურს დასაქმება ამ პროექტის ფარგლებში უნდა წარმოადგინონ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დამაჯერებელი ინფორმაცია. ჩვენი უმთავრესი, როგორც კომპანიის პრიორიტეტი ამ პროცესში არის უსაფრთხოება, ადამიანების ჯანმრთელობს დაცვა. ამ მომენტის გათვალისწინებით თუ თქვენ მოახდენთ იმის დემოსტრირებას, რომ იმუშაოთ ჩვენთან ერთად და შეგიძლიათ შეასრულოთ ის რასაც ჩვენ გავალებთ, რა თქმა უნდა ნებისმიერისთვის ღიაა ეს ყველაფერი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია რაც შეეხება დაცვის სამსახურს, ჩვენ არ ვითვალისწინებთ უცხოელის ჩამოყვანას, ეს რა თქმა უნდა იქნება ადგილობრივი ძალებით.

- რა საფრთხეს შეუქმნის პროექტი ჯანმრთელობას, ჰავას, როგორ იმოქმედებს ჯანმრთელობაზე?

მშენებლობის კონტრაქტორს ჩვენ წავუყენებთ მოთხოვნებს და სამშენებლო ბანაკებში იქნება ნარჩენების წვის აგრეგატი, სადაც გადამუშავდება ნარჩენები. რა თქმა უნდა იქნება მცირე რაოდენობა ისეთი ნარჩენებისა, რომელიც წვას არ ექვემდებარება, მაგრამ ჩვენ გამოვთქვამთ იმის შესაძლებლობას, რომ შეიქმნას მათი განთავსების ადგილები, ანუ ამ წვას არ ექნება მავნე ზემოქმედება ჯანმრთელობაზე. მშენებლობა მოხდება საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტებით, რომ რაც შეიძლებაა ნაკლები გამონაბოლქვების და ემისიების რაოდენობის გამოფრქვევა მოხდეს ატმოსფეროში. წვის აგრეგატებისთვისაც რა თქმა უნდა დაწესდება საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტები.

- საერთაშორისო სტანდარტებით რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული მილსადენი საცხოვრებელი ტერიტორიებიდან?

ეს მანძილები რეგულირდება სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტებით. უმეტეს შემთხვევებში ეს მილსადენი გვერდს უვლის დასახლებულ გარემოს. უკვე არსებულ ნაგებობასა და მილსადენს შორის მანძილის დადგენზე ჯერ კიდევ მიდის მუშაობა საქართველოს მთავრობასთან. 

- ვთქვათ მე მოვხვდი ამ 44 მეტრიან სამშენებლო კორიდორშო მივიღებ თუ არა კომპენსაციას?

უშუალოდ სამშენებლო საქმიანობა წარიმართება ამ 44 მეტრიანი სიგანის დერეფნის ფარგლებში და შესაბამისად კომპენსაციას დაექვემდებარება ის ვინც მოხვდება მის ფარგლებში.

- ვთქვათ მე ვცხოვრობ ორმოცდამეხუთე მეტრზე როგორ ვიქნები დაცული ყველანაირად, უსაფრთხოების რა სტანდარტები არსებობს?

უსაფრთხოების თვალსაზრისით როდესაც ჩვენ ვახსენებთ ამ 44 მეტრს, ვგულისხმობთ სამშენებლო დერეფანს, სადაც იმოძრავებს ტექნიკა და სადაც უშუალოდ მოხდება მილსადენის ჩადება, რაც შეეხება უსაფრთხოებას და დაცულობას ამ 44 მეტრს მნიშვნელობა არა აქვს, ანუ კომპენსაციას მიიღებს ყველა, ვისაც გააჩნია მიწის ნაკვეთი ამ 44 მეტრი სიგანის კორიდორში. რაც შეეხება კომპენსაციას დაექვემდებარება როგორც კერძო საკუთრებაში მყოფი ნაკვეთები, ასევე იჯარით აღებული ნაკვეთებიც.

- ანუ რამდენ მეტრზე ვრცელდება ეს კომპენსაცია?

ჩვენ კომპენსაციას გადავუხდით იმ ხალხს, ვინც ექცევა ზემოქმედების ქვეშ, ანუ თუ თქვენ ზემოქმედების არეალის გარეთ იმყოფებით, ესე იგი არ განიცდით უარყოფით ზემოქმედებას. ძალიან მნიშვნელოვანია ამასთან დაკავშირებით გვახსოვდეს შემდეგი, ეს მიწა ისევ თქვენ უნდა გამოიყენოთ და თქვენ დაამუშავოთ, ამ მიწის აღება ჩვემი მუდმივი ღონიეძიება არ არის, ჩვენ დაგიბრუნებთ ამ მიწებს იმავე საქმიანობისათვის, რომელსაც ეხლა ეწევით. 

- რუსთავში ეს მილსადენი აგრეთვე გადის თავის დროზე გამოყოფილი ინდივიდუალური ბინათ მშენებლობისთვის, რომელიც მოგეხსენებათ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ხალხმა ვერ შეძლო სახლების აშენება ამ ტერიტორიებზე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მიწა არის ყველაზე დიდი კაპიტალი და თუ დღეს ეს კომპანია გაჭირვებულია, ხვალ შეიძლება იქ უზარმაზარი საცხოვრებელი კვარტლები გადაიჭიმოს, რას მთავაზობთ მე, რომ ორმოცდამეხუთე მეტრში მილსადენის გვერდით ვიცხოვრო?

რა თქმა უნდა ის მომენტი სამოსახლოდ გაცემული მიწები, რომელიც მდებარეობს ამ მონაკვეთში, მათი იგნორირება არ მოხდება. როგორც უკვე მოგახსენეთ უშუალოდ ეს მანძილი მილსადენსა და სამოსახლო გარემოს შორის დადგენილი არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა ამ სამოსახლო მიწების გათვალისწინება მოხდება.

- რამდენი ხანი უმდათ მიწა მშენებლობის დროს და აპირებთ თუ არა მიწის შესყიდვას თუ იჯარით აღებას?

მშენებლობის პროცესში ხდება მხოლოდ მიწის მოპოვება ბრითიშ პეტროლიუმის მიერ იმისათვის, რომ მშენებლობა მოხდეს. მშენებლობს დასრულების შემდეგ მიწა თავის მფლობელს უბრუნდება.

- როდესაც მომცეს ეს სამოსახლო მიწა, მაშინ არ მქონდა აშენების საშუალება, ახლა მომეცა ამის საშუალება, მაქვს თუ არა უფლება ავაშენო?

რაიმე ნაგებობის აგება უშუალოდ უშუალოდ მილსადენის თავზე არ არის დაშვებული. ეს იმას ნიშნავს, რომ უშუალოდ თქვენთან ინდივიდუალურად უნდა მოვილაპარაკოთ როგორ მოვაგვაროთ ეს სიტუაცია.

 

ლიკანი 
6 ივლისი

-ვთქვათ გაზსადენი გავიდა ისეთ ადგილას, სადაც შეხვდა არქეოლოგიური ღირებულების ძეგლები, მაგალითად დმანისში მილიონ 800 000 წლის ადამიანი აღმოაჩინეს, რას აკეთებს მაშინ BP?

დეტალური არქეოლოგიური სტრატეგიის გეგმა არის შემუშავებული, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედოს BP-იმ და შემდეგ, როდესაც მშენებლობა დაიწყება – მშენებელმა კომანიამ. თავდაპირველად გამოკვლეული არის მარშრუტი არქეოლოგიური თვალსაზრისით და შერჩეული არის ის არქეოლოგიური ადგილები, რომლებიც შემდგომ კვლევას ითხოვენ, იმის მიხედვით თუ როგორი იქნება გამოკვლეული ადგილები, მარშრუტმა შესაძლებელია ცვლილება განიცადოს ან გასუფთავდება არქეოლოგიური თვალსაზრისით ამოღებული იქნება მნიშვნელოვანი ნაწილები და გზა დაეთმობა მილსადენს. რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც უშუალოდ მშენებლობის დროს მოულოდნელად წავაწყდებით არქეოლოგიურ ადგილებს, მშენებელი კომპანია მას მოეთხოვება შეიმუშაოს ისეთი მოქნილი გეგმა მისი მუშაობისა, მას შეუძლია გააგრძელოს მუშაობა სხვა ადგილას, ხოლო ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც მუდმივად მეთვალყურეობენ, უზრუნველყობენ იმ არქეოლოგიური ადგილის შეფასებას, დასკვნის გაკეთებას, გასუფთავებას.

- როგორი იქნება სეისმური მდგრადობა, რამდენ ბალს შეიძლება გაუძლონ სახლებმა? ჩვენ ტერიტორიულად ახლოს გვაქვს ისეთი გრანდიოზული ელაქტრო სადგური, როგორიც არის ერევნის ატომური ელექტრო სადგური და რა უშიშროების ზომები იქნება მიღებული, თუ რამეა გათვალისწინებული ამის საწინაამღდეგო ღონისძიება?

რა თქმა უნდა მილსადენი მთელი მისი სიგრძის მანძილზე დაგეგმილია ისე, რომ გააგნარიშებულია სეისმურ მდგრადობაზე, მაგრამ ამ მხრივ გასათვალისწინებელია ის, რომ მთავარ პრინციპად აღებულია ის მომენტი, რომ თვითონ მილსადენი გვერდს უვლის მიწისძვრის უბნებს. ასე, რომ ყველა წერტილში მილსადენის გასწვრივ ტექნიკური სამუშაოები დაგეგმილია ისე, რომ მილსადენი გაუძლებს მიწისძვრას, ხოლო იმ ადგილებში, სადაც მილსადენი კვეთს რღვევის ადგილებს, ამ ნაწილში იგი დაპროექტებულია ისე, რომ ითვალისწინებს ქანების გადაადგილების მომენტს. რაც შეეხება რადიოაქტიური გამოსხივების დონეს, ჩვენ მარშრუტის შერჩევისას საქართველოს მთავრობისგან მოვიპოვეთ ის დამადასტურებელი ინფორმაცია და დამოწმება იმ ფაქტის, რომ მილსადენის მთელი მარშრუტის მანძილზე არ გვხვდება რადიოაქტიური მასალები. გარდა ამისა მარშრუტის გასწვრივ ჩატარდა დაბინძურების კერების შესასწავლი სპეციალური კვლევა და ამ კვლევის პროცესში, რომ გამოგვევლინა რამე პოტანციური წყარო რადიოაქტიული დაბინძურებისა, ჩვენ მივიღებდით შესაბამის ზომებს, მაგრამ ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. ხოლო თვით მილსადენი და მასში შემცველი ნავთობი რადიოაქტიულ პრობლემებს არ ქმნის. 

- თუ რეგიონში არსებობს კვალიფიციური სპეციალისტები, მათი აყვანაც მოხდება ანალოგიურად გამარჯვებული კომპანიისა თუ BP-ის მიერ, ეს მოხდება თბილისში თუ ეხება ადგილობრივ მოსახლეობას?

თუკი საუბრობთ კვალიფიციური პერსონალის აყვანაზე მშენებლობის პროცესში, მათი აყვანა მოხდება მშენებელი კომპანიის მიერ, როდესაც ის ჩამოვა ქვეყანაში, როდესაც ის იმ დასაქმების ცენტრების საშუალებით, რომელსაც თვითონ შექმნის, ფართოდ გამოაცხადებს რა კვალიფიკაციის ხალხი სჭირდება, რა მოეთხოვებათ მათ და რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ისინი აყვანილ იქნან სამუშაოზე. და რაც შეეხება არა თბილისში, არამედ მსგავსი, მშენებელი კონტრაქტორის მიერ ორგანიზირებული დასაქმების ცენტრები განთავსდება დიდ ქალაქებში, ეს იქნება, როგორც მინიმუმ რაიონული ცენტრები, გარდა იმისა, რომ შესაძლებელია მან უპირატესობა მიანიჭოს ე.წ. მოძრავი დასაქმების ცენტრებს, რომელიც გადაადგილდება მილსადენის მარშრუტის გასწვრივ და უფრო უშუალო კონტაქტში იქნება ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამას შეასრულებს სამშენებლო კონტრაქტორი, გზშ-ს ანგარიში მომზადებულია BP-ისა და მისი პარტნიორების მიერ, ამიტომ საბოლოო პასუხისმგებლობა მის განხორციელებაზე და მის აღსრულებაზე კვლავ BP-ის ეკისრება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ფუნქციები გადადის სამშენებლო კონტრაქტორზე, იქნება ყოველდღიური კონტროლი, მათ ყოველდღიურად უნდა დაადასტურონ, რომ შესაბამისად ხდება ჩადებული ღონისძიების განხორციელება. 

ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" წევრები ესწრებოდნენ კომპანია ბრითიშ პეტროლიუმის მიერ გამართულ საჯარო განხილვებს, რომელიც ტარდებოდა მილსადენის მარშრუტის გასწვრივ მდებარე რაიონებში. მათ ჩაიწერეს დიქტაფონზე და გაშიფრეს კომპანია ბრითიშ პეტროლიუმისა და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კოორპირაციის წევრთა პრეზენტაციები და აგრეთვე ადგილობირვი მოსახლეობების შეკითხვები, მოთხოვნები და მოსაზრებები მილსადენის პროექტთან მიმართებაში.

წინამდებარე დოკუმენტში მოცემული BP-ის წევრთა პრეზენტაციების ყველაზე ვრცელი ვარიანტია, რომლებიც ჩვენ ჩავწერეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა რეგიონში პრეზენტაციები ერთმანეთის მსგავსი იყო, ხოლო მოთხოვნები და კითხვები ვალეს, ახალციხის, აწყურის, რუსთავის, ბორჯომის ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სრულადაა წარმოდგენილი.

- როდესაც შეიქმნება კამპანიის მიერ დასაქმების ცენტრები, რა ურთიერთობა ექნება ადგილობრივ დასაქმების სახელმწიფო სამსახურებთან?

იმისათვის, რომ იმ დასაქმების ცენტრებმა, რომელთაც ჩვენ შევქმნით ეფექტურად იფუნქციონერონ, ჩვენ რა თქმა უნდა დაგვჭირდება სახელმწიფო დასაქმების სამსახურთან თანამშრომლობა. ასევე აუცილებლად დაგვჭირდება იმ ინფორმაციის მოპოვება, იმ არსებული კვალიფიკაციის შესახებ, რომელიც შეიძლება ჩვენს მუშაობაში გამოვიყენოთ. როდესაც უკვე ადგილზე იქნება მშენებელი კონტრაქტორი, რაც ამ წლის ბოლოსათვის არის მოსალოდნელი, კარგი იქნება თუ კიდევ ერთხელ შეგვხვდებით, დაგველაპარაკებით ამის თაობაზე უფრო დეტალურად და ჩვენ შევხედავთ თუ რა ურთიერთობა შეიძლება იყოს.

- რამდენი ჰექტარი ტყე გაიჩეხება?
ტყის საკითხს ჩვენ ყველაზე დიდი დრო დავუთმეთ ჩვენი მუშაობის განმავლობაში. ვინაიდან ჩვენ არ შეგვეძლება სამშენებლო მოედანზე კვლავ ხეების დარგვა, ჩვენ შევეცადეთ, რომ მილსადენის მარშრუტისათვის ისეთი ტყიანი მასივები შეგვერჩია, რომლებიც უკვე გაუარესებული და გამეჩხერებულია. რაც შეეხება ჰექტარში გამოხატულ მოსაჭრელ ტყეებს, ეს არის 55 ჰექტარი მთელი საქართველოს მასშტაბით. აქედან 25 ჰექტარი მოდის თეთრი წყაროს რაიონზე, 30 ამ რეგიონზე.

ამ საჯარო განხილვებში მონაწილეობდნენ:

რუსუდან მეძმარიშვილი – BP-ის პოლიტიკის მრჩეველი

მარია ეირიკი – BP-ის წარმომადგენელი

ირინა სამადაშვილი – BP-ის სოციალური და გარემოსდავითი საკითხების კოორდინატორი

ზურა იოსელიანი – BP-ის წარმომადგენელი, რომელიც საუბრობდა მიწის საკითხებთან დაკავშირებით 

ლი ბი – BP-ის წარმომადგენელი, რომელიც საუბრობდა ადგილობრივ დასაქმების საკითხებზე.

ანტონიო სანტანიელო – ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტებისთვის გარემოზე შეფასების ხელმძღვანელი

ედ ჯონსონი – BP-ის პროექტების ხელმძღვანელი

გია ჭანტრურია – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კოორპორაციის თავმჯდომარე

მაია ბათიაშვილი – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კოორპორაციის სოციალურ საკითხთა მენეჯერი

ვიმედოვნებთ, რომ ეს ჩანაწერები დაეხმარებათ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს გსზშ-ს შეფასებაში.

ნაზარლოსა და დაღეთ-ხაჩინის შეხვედრების ჩანაწერები იმის გამო, რომ რუსულ ენაზე იყო, გაჭირდა გაშიფვრა და დაინტერესებულ პირებს შეგვიძლია მივაწოდოთ. 

ბრიტიშ პეტროლეუმის პრეზენტაცია