baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა წარმოგიდგენთ ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვისა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მიგრაციის სფეროში ჩატარებულ სამი კვლევის პროექტს (პოლიტიკის, სამართლებრივ და ეკონომიკურ ანალიზებს).

1. პოლიტიკის ანალიზი
2. სამართლებრივი ანალიზი
3. ეკონომიკური ანალიზი

მწვანე ალტერნატივა თხოვს დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და პირებს, წარმოადგინონ თავისი კომენტარები ზემოაღნიშნულ კვლევებთან დაკავშირებით ა.წ. 19 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე:greenalt@greenalt.org

ამასთან, მწვანე ალტერნატივა გაცნობებთ, რომ კვლევების საფუძველზე შედგება შეფასებითი ანგარიში საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვისა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მიგრაციის შესახებ, რომლის პროექტი ასევე გახდება ხელმისაწვდომი დაინტერესებული საზოგადოებისთვის და განიხილება ნოემბრის ბოლოს დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე. ინფორმაცია შეხვედრის ადგილის, დროისა და თარიღის შესახებ გავრცელდება დამატებით.

კითხვებითა და დამატებითი ინფორმაციისთვის:

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
მისამართი: ყიფშიძის 5ა, IV სადარბაზო, VII სართული
ტელეფონი: 22 16 04, ფაქსი: 22 38 74
ელ.ფოსტა: greenalt@greenalt.org