DSC_0095

2012 წ. 18 დეკემბერს სასტუმროში „ვერე პალასი“ ასოციაცია მწვანე ალტერნატივას ინიციატივით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში: პრაქტიკა და გამოწვევები“.  დისკუსიის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურების (ჰესების) პროექტებთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს  საქართველოში მოქმედი არასამთავრობო, საერთაშორისო და საკონსულტაციო ორგანიზაციების  წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები. იხილეთ ვრცლად