baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა" გაცნობებთ, რომ ამა წლის 23 თებერვალს, 11:00 -13.00სთ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ოფისში (რადიანის ქ. 5) გაიმართება შეხვედრა თემაზე: ევროპის "მწვანე" სამეზობლო პოლიტიკა (Greening the European Neighbourhood Policy). 

შეხვედრა ტარდება ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა"-ს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ევროკავშირის რეგიონული ოფისისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ევროპის პოლიტიკის ოფისის ერთობლივი პროექტის "ევროპის "მწვანე" სამეზობლო პოლიტიკა"[1] ფარგლებში. 

შეხვედრაზე განიხილება ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (Eესპ), თუ რა შესაძლებლობლობებს სთავაზობს საქართველოს გარემოსდაცვით ორგანიზაციებს ესპ-ს სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში და რა სტრატეგია უნდა იქნას არჩეული ამ მიმართულებით. 

ამასთან ერთად, დაინტერესებულ ორგანიზაციებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ და ჩაერთონ "ევროპის "მწვანე" სამეზობლო პოლიტიკა" პროექტის განხორციელებაში, ასევე ევროკავშირის ტრანს-ევროპული გზების მეზობელ ქვეყნებში გაფართოებასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში. 

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. 
შეხვედრაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გვაცნობოთ აღნიშნულის შესახებ, ა.წ. 21 თებერვლის 16:00 სთ-მდე. 

საკონტაქტო პირი: ნათია ქსოვრელი 
ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა" 
მისამართი: ყიფშიძის ქ. 5ა, მე-4 სადარბ., მე-7 სართ. 
ტელ.: (+995 32) 221 604, ფაქსი: (+995 32) 223 874 
ელ.ფოსტა: natiaksovreli@caucasus.net