TSEMI_FOREST

2009 წლის 19 ივნისს, "ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში, გაიმართება მწვანე ალტერნატივასა და კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს" შეხვედრა/პრეს-კონფერენცია: ბორჯომ-ხარაგაულისს ეროვნული პარკის დაცვის კამპანიის ფარგლებში საერთაშორისო დახმარება ეროვნული პარკის საზიანოდ არ უნდა დაიხარჯოს.

შეხვედრაზე განხილული იქნება "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტთან" დაკავშირებული პრობლემები. საქართველოს მთავრობა დონორების მიერ რუსეთის აგრესიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხებით დაფინანსებული პროექტის განსახორციელებლად ირჩევს ისეთ მარშრუტს, რომელიც კიდევ უფრო დააზიანებს რუსეთის აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანებულ ეროვნული პარკს;

ეს პროექტი ითვალისწინებს 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაცია-მშენებლობას (დასავლეთ საქართველოდან აზერბაიჯანის და თურქეთის საზღვრამდე). 

პროექტის დაფინანსებისათვის განსაზღვრულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) კრედიტი (სულ დაახლოებით 250 მლნ ევრო), რომელიც გამოყოფილია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით საქართველოსთვის გამოყოფილი 4,55 მილიანდ დოლარიანი საერთაშორისო დახმარების ფარგლებში.

დღის წესრიგი: (ინგლისური)

19 ნოემბერი, 3 საათი
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
ჭოველიძის 10. ტელ. 251092