თბილისი, 22 აპრილი, 2002 წელი – ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელისა და ენერგეტიკული პროექტის ახალი კვლევა "კასპიის შავი ოქრო – ვინ სარგებლობს ნავთობის ინფრასტრუქტურის განვითარებით საქართველოსა და აზერბაიჯანში?", ასახავს კასპიის ზღვის რეგიონში ნავთობის სექტორის სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და თუ რა სარგებელი მოაქვს მას ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

კვლევა არსებითად სვამს საკითხს, რომ სანამ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობები ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის გარშემო მოლაპარაკებები, არსებობს დიდი ეჭვი, რომ ეს პროექტი სარგებელს მოუტანს მხოლოდ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, ექსპორტ-კრედიტ სააგენტოებსა და ზოგიერთ მაღალი თანამდებობის ხელმძღვანელს ვიდრე ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეებს, რომელთა უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. 

კავკასია და ცენტრალური აზია საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოირჩეოდა კორუფციისა და ფავორიტიზმის მაღალი ხარისხით, და ეს ტენდენცია კვლავაც გრძელდება. ამავდროულად ეს რეგიონი ენერგეტიკული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემია. მაშინ როდესაც რესპუბლიკის პრეზიდენტები ახალ რამდენიმე მილიარდიან ნავთობის გარიგებებს აწარმოებენ, არსებობს მყარი საფუძველი, რომელსაც მთელი რიგი ფაქტები ამტკიცებენ, რომ ეს სიმდიდრე არ გადანაწილდება თანაბრად. აზერბაიჯანელი მენავთობის სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს ქვეყანაში დიდი რაოდენობით ფული შემოდის, "მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მას ვერც დღეს და ვერ ვნახავთ ვერც ხვალ". მიუხედვად ნავთობის ინდუსტრიის ბუმისა ჯერჯერობით ხალხის ცხოვრება ნამდვილად არ გაუმჯობესებულა. სანამ ადგილობრივი მოსახლეობისათვის სარგებელი თითქმის ნულის ტოლია, ბუნებრივ რესურსებს, რომელიც "წარმოადგენს უდიდეს ეკონომიკურ პოტენციალს რეგიონისათვის" ასევე აქვს უდიდესი პოტენციალი რათა წამყვანი ითამაშოს როლი საცხოვრებელისა და გარემოს შემდგომი დესტრუქციაში.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, 1994 წლიდან სამხრეთ კავკასიაში ცდილობენ კერძო ინვესტიციების ხელშეწყობასა და პოლიტიკური რისკის შემცირებას ნავთობის სექტორში, ინსტიტუციონალური, პოლიტიკური და საკანონმდებლო რეფორმების გზით, ასევე " სახელმწიფო სააგენტოების აქტიური ჩართვით, რაც უზრუნველყოფს კერძო სექტორის დაცვის უნიკალურ ხარიხს". სწორედ დაცვის ამ უნიკალურმა ხარისხმა მისცა ნავთობკომპანიებს შესაძლებლობა უკვე 2000 წლის პირველ ნახევარში ამოეღოთ ამ რეგიონში ჩადებული ინვესტიციები. თუმცა ვერ უზრუნველყო სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება რესურსებით მდიდარ Aზერბაიჯანში, თუ სატრანზიტო ქვეყანაში – საქართველოში ბიუჯეტში შესული ნავთობის შემოსავლების გამჭვირვალედ გადანაწილებისათვის მაღალ პრიორიტეტული პუნქტებისათვის. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ ინტეგრირდება სიმდიდრე და დახმარება საქართველოსა და Aზერბაიჯანის ეკონომიკაში. 

გარემოს დაბინძურების, სიღარიბის, ადამიანის უფლებებისა და კორუფციის პრობლემები ცხადყოფენ, რომ რეგიონის მთავრობებს არ შეუძლიათ დაიცვან თავიანთი მოქალაქეები. მთავრობების უუნარობა ნავთობის სექტორის მიერ გამოწვეული სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად, გამოიწვევს კავკასიის მოწყვლადი გარემოს მომავალ განადგურებას, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში შიშისა და გაღიზიანების დამკვიდრებას. 

სანამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და დონორები ლაპარაკობენ ინსტიტუციონალური განვითარებისა და შემოსავლების გამჭვირვალედ გადანაწილების საკითხებზე, დიდი რაოდენობით თანხები მოძრაობს რეგიონში, რომელიც რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, აგრძელებს საბჭოთა კავშირში ნავთობის მოპოვების პრაქტიკას. ახალი პროექტები, რომლებიც ძალიან შორსაა დასავლეთის სტანდარტებისაგან, და ნავთობის შემოსავლების არაგამჭვირვალე გადანაწილება იმის იმედსაც კი აღარ ტოვებს, რომ რეგიონის ღარიბი მოსახლეობისათვის საჭირო თანხები გამოინახება. 

რასაკვირველია, თუ ინვესტიციები შეწყდება, სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია და გარემოს მდგომარეობა რეგიონში ნამდვილად არ გამოსწორდება, მაგრამ არსებობს მკაცრი არგუმენტები იმისა, რომ უბრალოდ ფულის ჩადება რეგიონში და ნავთობის ამოღება ისეთი პროექტებით როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ნამდვილად არ გამოსწორებს მდგომარეობას. 

შენიშვნები რედაქტორთათვის:
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკების დამკვირვებელთა ქსელი არის სამოქალაქო ორგანიზაციების ასოციაცია ცენტრ. და აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყნიდან, რომლებიც ახდენენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობის მონიტორინგს რეგიონში. ქსელის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საზოგადოებრივი დიალოგის ხელშეწყობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკისა და პროექტების შესახებ ინფორმიირების გზით.

ენერგეტიკის პროექტი არის აფრიკის, აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ლათინური ამერიკის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი. პროექტი ფოკუსირებულია მდგრად განვითარებაზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ენერგოპოლიტიკის გარდაქმნაზე და ალტერნატიული ენერგიის პროექტების განვითარების ხელშესაწყობად. 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
მანანა ქოჩლაძე, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა"
ტელ: +99532 22 33 47/ 22 38 74
www.bankwatch.org