IMG_2232

ლენტეხის რაიონის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს რაიონის მუნიციპალიტეტის შენობასთან. მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, აუქციონზე გამოიტანოს რაიონის ტერიტორიაზე არსებული ტყის სავარგულები. მოსახლეობა მოითხოვს აუქციონის გაუქმებას, მხარის გუბერნატორთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. ბლოკირებულია მუნიციპლიტეტის შენობა. მოსახლეობა აცხადებს, რომ არ აპირებს უკან დახევას და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს პროტესტის უფრო მძიმე ფორმებს. მომზადდა მოსახლეობის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და ეკონომიკური განვითარების მინისტრის სახელზე.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 10 ნოემბერს გამოიცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება, რომლითაც გამოცხადდა აუქციონი გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების გაცემის მიზნით. აუქციონზე გამოტანილია 64 ლოტი, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით მოიცავს 165 752 ჰა-ს; მათ შორის ლენტეხის რაიონიდან -19427 ჰა-ს. აუქციონი დანიშნულია 2008 წლის 11 დეკემბერს 11 საათზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შენობაში.