baneri_GA

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირება და საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

29 ივლისი, 2015

თბილისი, სასტუმრო „ბეტსი“

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, ასევე, დაინტერესებული საჯარო უწყებების წარმომადგენლებს და ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე მეწარმეებს დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირება და საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

შეხვედრა გამიზნულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის კანონიერებასა და ამ სფეროში კორუფციის საფრთხეებზე; და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შედეგად გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისა და საფრთხის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თაობაზე მსჯელობისათვის.

მწვანე ალტერნატივა განსაკუთრებით მიესალმება ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე მეწარმეების ინტერესს, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში.

შეხვედრაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, არაუგვიანეს ა.წ. 27 ივლისის 15.00 საათისა დაადასტუროთ მონაწილეობა ნათია ქსოვრელთან ელექტრონულ მისამართზე: nksovreli@greenalt.org ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 229 27 73 ან 222 38 74.  სემინარში მონაწილეობის დადასტურების შემდეგ, მონაწილეებს დაეგზავნებათ სემინარის დეტალური დღის წესრიგი.

შეხვედრა ეწყობა ღია საზოგადოების ფონდების ქსელის ფინანსური მხარდაჭერით.