baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს სემინარში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: “მიწის (მათ შორის სატყეო მიწის) საკუთრებისა და სარგებლობის პრობლემები საქართველოში”. სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
 

- სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებული ინვესტიციები და თანმდევი პრობლემები; 
- ადგილობრივი თემების ხელმისაწვდომობა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე; 
შეზღუდვები უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობაზე; 
სატყეო მიწების მართვის პრობლემური საკითხები; 
სატყეო მიწებით სარგებლობა ეკონომიკური/ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას.

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ამ და მიწასთან დაკავშირებული სხვა (მაგალითად, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის, ტყითსარგებლობის, სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების) საკითხებით, ხართ ჟურნალისტი ან/და წარმოადგენთ მედია ორგანიზაციას, მაშინ ეს სემინარი თქვენთვისაა! მწვანე ალტერნატივა განსაკუთრებით მიესალმება საქართველოს რეგიონებში მომუშავეთა ინტერესს, მონაწილეობა მიიღონ სემინარში.

სემინარში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, არაუგვიანეს ა.წ. 23 ნოემბრის 19:00 სთ-ისა, დაადასტუროთ მონაწილეობა ნათია ქსოვრელთან ელექტრონულ მისამართზე: nksovreli@greenalt.org ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 229 27 73 ან 222 38 74. მონაწილეობის დადასტურების შემდეგ, მონაწილეებს დაეგზავნებათ სემინარის დეტალური დღის წესრიგი.

სემინარში მონაწილეობა უფასოა; საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული მონაწილეების მგზავრობისა და თბილისში ცხოვრების ხარჯებს მწვანე ალტერნატივა დაფარავს.

სემინარი გასტანს ორი დღე. პირველ დღე (27 ნოემბერი, პარასკევი) დაეთმობა სესიებსა და დისკუსიებს და ჩატარდება თბილისში, სასტუმროში „ბეტსი“ (მაყაშვილის ქ. #32/34); მეორე დღეს (28 ნოემბერს, შაბათს) კი, სემინარზე განხილული ზოგიერთი პრობლემური საკითხის ადგილზე გაცნობის მიზნით, დაგეგმილია საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში გასვლა.