ა.წ. 17 მარტს 15.00-დან 19.00 სთ-მდე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ოფისში (მის. რადიანის ქ., 5) გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე

“ატომური ენერგეტიკა: მითი და რეალობა”.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ბ-ნი გერდ როზენკრანცი, ავტორი წიგნისა “ატომური ენერგეტიკა: მითები და ლეგენდები”, აგრეთვე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები.

შეხვედრის მიზანია საზოგადოებრივი დებატებისა და დისკუსიების ინიციირება საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისა და მისი შესაძლო ზეგავლენის შესახებ გარემოსა და მოსახლეობაზე.

ცნობები რედაქტორთათვის:

გერდ როზენკრანცს მიღებული აქვს დოქტორის წოდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. 20 წლის განმავლობაში ის მუშაობდა ჟურნალისტად გერმანიის ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გაზეთებში, ხოლო ბოლო ხუთი წელი 2004 წლამდე მუშაობდა დერ შპიგელის ბერლინის ოფისის რედაქტორად. მისი ინტერესის მთავარი სფერო იყო გარემოსდაცვითი და ენერგეტიკული პოლიტიკა. 2004 წლიდან არის Deutsche Umwelthilfe e.V. ბერლინის ოფისის პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი.