DSC00517

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა ატარებს პრეს-კონფერენციას საქართველოში ხე-ტყის უნანონო ჭრისა და ველური ფაუნისა და ფლორის წარმომადგენლებით ვაჭრობის კონტროლთან დაკავშირებულ პრობლემებზე

ორშაბათს, 27 ნოემბერს, 14.00, ა. დიუმას ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (გუდიაშვილის 10, საჯარო ბიბლიოთეკის წინ) ასოციაცია მწვანე ალტერნატივა ატარებს პრეს-კონფერენციას საქართველოში ხე-ტყის უნანონო ჭრისა და ველური ფაუნისა და ფლორის წარმომადგენლებით ვაჭრობის კონტროლთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა ახორციელებს სატყეო სექტორში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, კანონდარღვევებისა და მათი ხელშემწყობი გარემოებების აღმოჩენისა და გახმაურების, ასევე, მსგავსი შემთხვევების მომავალში თავიდან არიდების მიზნით.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ანგარიში, რომელშიც ასახულია კანონდარღვევათა ის ტიპიური შემთხვევები, რომელიც გამოვლინდა მონიტორინგის პროცესში; ასევე ანგარიშში აღწერილია ის გარემოებები, რომლებიც, ჩვენი აზრით, ხელს უწყობს სატყეო სექტორში კორუფციის მაღალი დონის არსებობას და უკანონო ქმედებებს. ანგარიში წარდგენილ იქნა ყველა სახელმწიფო უწყებაში, რომელთაც ევალებათ მსგავს ფაქტებზე რეაგირება. ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები მიიღებენ ზომებს წარმოდგენილი კანონდარღვევების აღსაკვეთად და საკანონმდებლო ხვრელების აღმოსაფხვრელად.

ანგარიშში საუბარია საქართველოს სატყეო სექტორში გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფისა და პროცესის გამჭირვალობის პრობლემებზე – კანონმდებლობის აღსრულების და თავად კანონმდებლობის ნაკლოვანებებზე; ასევე, იხილავთ ინფორმაციას, თუ რატომ ვერ იქცა დღემდე გარემოს დაცვის ინსპექცია ხე-ტყის უკანონო ჭრის წინაღმდეგ ბრძოლის ეფექტურ იარაღად და ემუქრება თუ არა კორუფცია ამ სტრუქტურას; აღწერილია საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე კორუფციული გარიგებების შესაძლებლობები ხე-ტყის მასალის ექსპორტირებისას; შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს ქ. თბილისის შეშით მომარაგებასთან დაკავშირებით; აგრეთვე ამავე თავში აღწერილია ის საკანონმდებლო ქაოსი და ნორმატიული აქტების ცვლილებების კასკადი, რომელიც მოჰყვა მთავრობის გაუაზრებელ ქმედებას ადგილობრივი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით; ასევე იხილავთ ინფორმაციას "წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების უგულებელყოფის ფაქტის შესახებ იმერეთის წაბლნარების გამაჯანსაღებელი ღონისძიების გატარებისას; წარმოდენილია ინფორმაცია ხე-ტყის უკანონო ჭრების მასშტაბების შესახებ კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე;

იხილავთ ინფორმაციას სატყეო სექტორის მარეგულირებელი უწყებების თანამშრომლებით დაკომპლექტების ნაკლოვანებებზე; ასევე, აღწერილია საკანონმდებლო კოლიზიები, რომლებმაც შესაძლოა ნაყოფიერი ნიადაგი შექმნან კორუფციისათვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-ს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ

შემდეგ მისამართზე:

მისამართი: თბილისი, ყიფშიძის ქ. ¹5ა, IV სადარბაზო, VII სართული 
საფოსტო მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი ¹62, 0162 
ტელ: 22-16-04; ფაქსი: 22-38-74
ელ.ფოსტა: greenalt@wanex.net; Irakli-m@wanex.net 
http://www.greenalt.org, http://www.forestgeo.net