abra GA

მწვანე ალტერნატივა
გიწვევთ სადისკუსიოდ თემაზე:
“წყლის სააუზო მართვა – საქართველოს და ევროკავშირის მიდგომები”

რა ვიცით წყლის სააუზო მართვაზე? როგორია საქართველოს მთავრობის მიდგომები და რამდენად განსხვავდება ისინი ევროკავშირში აღიარებული მიდგომებისგან?  მზად ვართ, თუ არა წყლის სააუზო მართვის დანერგვისთვის და რა საფრთხეებს გვიქადის წყლის დაცვასა და მართვაში სახელმწიფო ხელისუფლების როლის გაუცნობიერებლობა?

შეხვედრა ღიაა ყველა მსურველისთვის

პარასკევი, 22 ივნისი, 2007
14:00 სთ-დან – 18:00 სთ-მდე
ალ. დიუმას ცენტრის საკონფერენციო დარბაზი 
(გუდიაშვილის ქ. 10, საჯარო ბიბლიოთეკის შენობის წინ)


მოდერატორი: ქეთი გუჯარაიძე, მწვანე ალტერნატივა
მომხსენებელი: თამარ გუგუშვილი, დამოუკიდებელი ექსპერტი 
ფაქტები საკითხის ისტორიიდან:

საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ეროვნულ პროგრამაში წყლის რესურსების მართვისა და დაცვის სფეროში საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან გარემოს დაცვის სფეროში პირველი რიგის პრიორიტეტებს შორისაა მოხსენიებული. 

წყლის მართვის საკითხებს ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა გასულ წლის ბოლოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილ “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” მოქმედებათა გეგმაში.

წყლის სააუზო მართვის დანერგვის აუცილებლობა (წყლის სააუზო მართვა წარმოადგენს წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის განხორციელების ინსტრუმენტს) აქტიურად განიხილება საქართველოს მთავრობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებულ წყლის კონცეფციებსა და “წყლის შესახებ” ახალ კანონპროექტში. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ: ნათია ქსოვრელს (ტელ.: 22 16 04, 22 38 74) 
ელ.ფოსტა: natiaksovreli@caucasus.net