abra GA

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა” და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გიწვევთ სამუშაო შეხვედრაზე, რომელის მიზანია საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის გამჭირვალობის, პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობების და გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ მსჯელობა. სამუშაო შეხვედრაზე განსახილველად წარმოდგენილი იქნება ორგანიზაცია – კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიერ მომზადებული “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ საქართველოს კანონის” ანალიზის სამუშაო ვერსია.

სამუშაო შეხვედრა ხორციელდება ღია საზოგადოების ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრა შედგება 2006 წლის 31 ოქტომბერს, დიუმას ცენტრში (გუდიაშვილის ქ. ¹10)  13.00- დან – 17.00 საათამდე.

გთხოვთ დაგვიდასტუროთ შეხვედრაში მონაწილეობა ელ. ფოსტის მეშვეობით:
greenalt@wanex.net, 2006 წლის, 30 ოქტომბრამდე (18.00)