Namaxvani

მოწვევა საჯარო დისკუსიაზე

14 მარტი – მდინარეების დაცვისა და კაშხლების წინააღმდეგ

ბრძოლის საერთაშორისო დღე

14 მარტი, 2013 წ., 11:00 – 14:00 სთ, სასტუმრო „ვერე პალასი“

 

ა.წ. 14 მარტს (ხუთშაბათი), 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე, სასტუმროში „ვერე პალასი“ (ქუჩიშვილის ქ. 24/8), საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-3 სამუშაო ჯგუფი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე, რომელიც ეძღვნება  მდინარეების დაცვისა და კაშხლების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს. შეხვედრის მიზანია ადგილობრივ მოსახლეობასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის პირდაპირი დიალოგის უზრუნველყოფა. 

შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან  საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოს სახალხო დამცველი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნული საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები სვანეთიდან, ლეჩხუმიდან, სტეფანწმინდიდან, მაჭახელადან და დიდაჭარიდან.

2013 წლის 14 მარტი რიგით მეთექვსმეტე გლობალური ღონისძიებაა, რომელიც მიმართულია კაშხლების წინააღმდეგ და იცავს მდინარეებს, წყალს, სიცოცხლეს. სლოგანით – “შევინარჩუნოთ თავსუფალი მდინარეები”- მსოფლიო ამ დღეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებს ხელი შეუწყონ მდინარეების დაცვის არსებული პრაქტიკის თუ კანონმდებლობის გაუმჯობესების გზით.

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

გთხოვთ, მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა 2013 წ. 12 მარტის 18.00 საათამდე, მისამართზე: nksovreli@greenalt.org  ან დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: 229 27 73, 222 38 74.