baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო, მათ შორის, მედია ორგანიზაციების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებს ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრეინინგი მიეძღვნება განვითარების და ინფრასტრუქტურული პროექტების გარემოსა და მოსახლეობაზე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილებისა და შემცირების მექანიზმებს, კერძოდ, „გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ და იძულებითი განსახლების საკითხებს. ტრეინინგზე განხილული იქნება გარემოსა და მოსახლეობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე კონკრეტული შემთხვევები (პროექტები, პროგრამები); განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ენერგეტიკის განვითარების დაგეგმვის საკითხებსა და ენერგეტიკულ პროექტებს.

ტრეინინგი გამიზნულია არამარტო გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისათვის, არამედ სხვა (მაგალითად, ეკონომიკურ, სოციალურ, ადამიანის უფლებათა დაცვის) საკითხებზე მომუშავე გაერთიანებებისთვისაც.  

ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა  უნდა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და არაუგვიანეს 2014 წლის 10 მაისისა, გაუგზავნონ ნათია ქსოვრელს ელექტრონულ მისამართზე: nksovreli@greenalt.org. მონაწილეთა შერჩევა დასრულდება 2014 წლის 15 მაისს; შერჩევის დასრულებისთანავე, შედეგები ეცნობება ტრეინინგში მონაწილეობის ყველა მსურველს.

ტრეინინგი ჩატარდება თბილისში და გასტანს სამი დღე – 2014 წ. 22-24 მაისს. საქართველოს რეგიონებიდან შერჩეულ მონაწილეთა მგზავრობის და თბილისში ცხოვრების ხარჯებს დაფარავს მწვანე ალტერნატივა. იხილეთ ტრეინინგის სააპლიკაციო ფორმა