პარასკევს, 12 ოქტომბერს, 17.00 საათზე, არტ-ბარში (გრიბოედოვის ქ. 21, იუსტიციის სამინისტროს წინ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირი “ია” და ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა” გახსნიან გამოფენა-გაყიდვას. 

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება კავშირი იას მზრუნველობის ქვეშ მყოფი შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მიერ შექმნილი ნაკეთობები (თიხის სამკაულები, თექის სამკაულები და თექის სათამაშოები, ნაჭრის თოჯინები და სამკაულები). აქცია მიზნად ისახავს დაანახოს საზოგადოებას, რომ მცირეოდენი დანახარჯებითა და ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანთა, განსაკუთრებით კი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება. გამოფენა-გაყიდვიდან შეგროვებული თანხა მოხმარდება შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების სახელოსნოების მოწყობას და ახალი ნაკეთობებისათვის მასალის შეძენას. 

გამოფენა-გაყიდვა გაიმართება 12, 13 და 14 ოქტომბერს არტ-ბარში, თბილისი, გრიბოედოვის ქ. 21. 

ნინო ჭაბუკიანი
კავშირი ია 
მისამართი: თბილისი, ავლაბარი, გურჯანიის ქ. ¹20 
ტელეფონი: (+995 32 ) 74 75 51 
მობილური ტელეფონი: (+995) 55… 
ელ.ფოსტა: nchabukuani@gmail.com 

ნინო გუჯარაიძე
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
მისამართი: თბილისი, ყიფშიძის 5ა, IV სადარბ. VII სართ. 
ტელ: (+995 32) 22 16 04, 22 38 74
ფაქსი: (+995 32)…
ელ-ფოსტა: greenalt@wanex.net
ვებ-გვერდი: www.greenalt.org