მოწვევა სამუშაო შეხვედრაზე


ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ სამუშაო შეხვედრაზე: "ევროპის სამეზობლო პოლიტიკა – შესრულების სტატუსი გარემოსდაცვით სექტორში". შეხვედრა გაიმართება ამა წლის 29 აპრილს თბილისში (შეხვედრის ჩატარების ზუსტი დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია მოგვინებით გავცელდება). 

შეხვედრაზე განსახილველად წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციის მიერ მომზადებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორცილების ფარგლებში გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტურობის შეფასების დოკუმენტის სამუშაო ვერსია. შეხვედრაზე ასევე განიხილება თუ როგორ არის შესაძლებელი არასამთავრობო ორგანიზაციების უფრო აქტიური ჩართვა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებაისათვის გარემოსდაცვით სექტორში. 

მწვანე ალტერნატივა დაინტერესებულია, რომ შეხვედრაში აქტიური მონაწილოება მიიღონ რეგიონალურმა გარემოსდაცვითმა ორგანიზაციიებმა. მწვანე ალტერნატივა სრულად დაფარავს რეგიონალური ორგანიზაციების მგზავრობისა და თბილისში ცხოვრების ხარჯებს. დაინტერესების შემთხვევაში, რეგიონულ ორგანიზაციებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ მგზავრობის ხარჯების სავარაუდო გათვლა ამა წლის 20 აპრილამდე. 

შეხვედრა ტარდება ასოციაცია მწვანე ალტერნატივას, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ევროკავშირის რეგიონული ოფისისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ევროპის პოლიტიკის ოფისის ერთობლივი პროექტის – ”ევროპის ”მწვანე” სამეზობლო პოლიტიკა” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის მარშალის ფონდის შავი ზღვის პროგრამის მიერ.

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. შეხვედრაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გვაცნობოთ აღნიშნულის შესახებ, ა.წ. 25 აპრილამდე.

საკონტაქტო პირი: ნათია ქსოვრელი
ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივა”
მისამართი: ყიფშიძის ქ. 5ა, მე-4 სადარბ., მე-7 სართ.
ტელ (+995 32) 221 604 , ფაქსი: (+995 32) 223 874 
ელ.ფოსტა: greenalt@greenalt.org; nksovreli@greenalt.org