abra GA

ამა წლის  30 ივნისს,16:00 – 19:00 სთ, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში, ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ შეხვედრაზე, თემაზე: საზოგადოების მონაწილეობა – დემოკრატიული მმართველობის გამოწვევა.

 

შესაძლებელია, თუ არა დემოკრატიული მმართველობა საზოგადოების მონაწილეობის გარეშე?

- გვაქვს, თუ არა უფლება და შესაძლებლობა, შევიტყოთ, ჩავერთოთ და ზეგავლენა მოვახდინოთ იმ პროექტების შესახებ ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს სასიცოცხლო გარემოზე? 

- ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი საზოგადოების ინფორმირებისა და  მონაწილეობის უზრუნველყოფაზე – პროექტის ინიციატორი თუ ნებართვის გამცემი სახელმწიფო ორგანო?

ამ და გარემოსა და მოსახლეობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე პროქტებზე გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოების მონაწილეობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისათვის ა.წ. 30 ივნისს (ორშაბათს), 16:00 სთ-ზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“/Holliday Inn (26 მაისის ქ. #1), მწვანე ალტერნატივა გიწვევთ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრაზე მწვანე ალტერნატივა ასევე წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ ამავე თემაზე შემუშავებულ საჯარო პოლიტიკის ნარკვევს. 

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. შეხვედრაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მონაწილეობა 27 ივნისის 15:00 სთ-მდე, მისამართზე: nksovreli@greenalt.org ან  დაუკავშირეთ ნათია ქსოვრელს, ტელეფონის ნომრებზე: 229 27 73, 222 38 74, 593 449 429 (მობ.).