abra GA

ამა წლის 18 ნოემბერს, 14:00 – 17:00 სთ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის საკონფერენციო დარბაზში, ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ შეხვედრაზე, თემაზე: საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული და პროგნოზირებადი რისკები.

- გამოყენებული იყო, თუ არა ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე მემორანდუმებისა და ხელშეკრულებების დადებისას შერჩევითი მიდგომა და რა შეიცვალა 2013 წლის 21 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილების მიღების შემდეგ;

- ითვალისწინებენ, თუ არა მემორანდუმები და ხელშეკრულებები  ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზეგავლენის თავიდან აცილების, შერბილებისა და აღმოფხვრის ღონისძიებების გატარების ვალდებელებებს და ასეთი ვალდებულებების ფინანსურ უზრუნველყოფას?

ამ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისთვის ა.წ. 18 ნოემბერს (სამშაბათს), 14:00 სთ-ზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის საკონფერენციო დარბაზში (ზოვრეთის ქ. #38), მწვანე ალტერნატივა გიწვევთ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრაზე მწვანე ალტერნატივა ასევე წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ ამავე თემაზე შემუშავებულ საჯარო პოლიტიკის ნარკვევს. 

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. შეხვედრაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მონაწილეობა 14 ნოემბრის 18:00 სთ-მდე, მისამართზე: nksovreli@greenalt.org ან  დაუკავშირეთ ნათია ქსოვრელს, ტელეფონის ნომრებზე: 229 27 73, 222 38 74, 593 449 429 (მობ.).