abra GA

ამა წლის 25 ივლისს, 14:00 – 17:00 სთ, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის საკონფერენციო დარბაზში, ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ შეხვედრაზე, თემაზე: საქართველოში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურებისთვის მდგრადობის კრიტერიუმების განსაზღვრის აუცილებლობა  -  არსებული პრობლემები და გამოწვევები

- მისაღებია, თუ არა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის არსებული პრაქტიკა საქართველოში?

- აუცილებელია, თუ არა ქვეყანაში განისაზღვროს მდგრადობის კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილების გარეშე დაუშვებელი იქნება ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა?

- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ჰიდროელექტროსადგური, რომ ის ჩაითვალოს გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით მისაღებ ენერგო-ობიექტად?

ამ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისთვის ა.წ. 25 ივლისს (პარასკევს), 14:00 სთ-ზე, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის საკონფერენციო დარბაზში (ზოვრეთის ქ. #38), მწვანე ალტერნატივა გიწვევთ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრაზე მწვანე ალტერნატივა ასევე წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ ამავე თემაზე შემუშავებულ საჯარო პოლიტიკის ნარკვევს. 

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. შეხვედრაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მონაწილეობა 22 ივლისის 18:00 სთ-მდე, მისამართზე: nksovreli@greenalt.org ან  დაუკავშირეთ ნათია ქსოვრელს, ტელეფონის ნომრებზე: 229 27 73, 222 38 74, 593 449 429 (მობ.).