baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ მორიგი ანგარიშის „სახელმწიფო ქონების აგრესიული პრივატიზების პოლიტიკა, ანუ „პრივატიზება ქართულად“-2„ – პრეზენტაციაზე. შეხვედრა გაიმართება ამა წლის 29 აპრილს, ხუთშაბათს, თბილისში, სასტუმრო ვერე-პალასის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: ქუჩიშვილის ქ. 24/8), 13.00-დან-15.00 სთ-მდე,

2007 წელს მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა პირველი ანგარიში – „სახელმწიფო ქონების პრივატიზების აგრესიული პოლიტიკა, ანუ „პრივატიზება ქართულად““, რომელშიც აღწერილი იყო 2005-2007 წლებში ორგანიზაციის მიერ პრივატიზების პროცესის მინიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევები.

ეს გამოცემა 2007 წლის ანგარიშის ერთგვარი გაგრძელებაა. გამოცემაში აღწერილია ზოგიერთი საწარმოს პრივატიზების (თბილისის წყალი, საქწყალკანალი, მცხეთაწყალკანალი და რუსთავწყალკანალი) პროცესის და რამდენიმე უკვე გასხვისებული საწარმოს (ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, მადნეული და კვარციტი) მიერ აღებული ვალდებულებების მონიტორინგის შედეგები.

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

საკონტაქტო პირი: ნათია ქსოვრელი
ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივა”
მისამართი: თბილისი, 0179, ფალიაშვილის ქ.№27/29, II სართული
ტელ (+995 32) 29 27 73, ფაქსი: (+995 32) 22 38 74 
ელ.ფოსტა: greenalt@greenalt.org; nksovreli@greenalt.org