baneri_GA

2009 წლის 5 ნოემბერს, პრაღის გლობალური პოლიტიკის ინსტიტუტის “გლოპოლის”-ისა და “ორჰუსის ცენტრი საქართველოში”-ს ორგანიზებით, ორჰუსის ცენტრში შედგა მრგვალი მაგიდა თემაზე “უნდა იყოს, თუ არა სამოქალაქო საზოგადოება ჩართული პოლიტიკის განსაზღვრაში?” – ჩეხეთის და საქართველოს სამოქალაქო სექტორის გამოცდილების გაზიარება ადვოკატირებაში.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე სხვა დაინტერესებულმა პირებმა. შეხვედრა გახსნა მიხალ ნეკვასილმა (ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში) და ისაუბრა საქართველოს არასამთავრობო სექტორსა და ევროკომისიას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე მოხსენებებით გამოვიდნენ პეტრ პატოჩკა (“გლოპოლის”) და ქეთი გუჯარაიძე (მწვანე ალტერნატივა) და ისაუბრეს შესაბამისად, ჩეხეთისა და საქართველოს სამოქალაქო სექტორების ადვოკატირების გამოცდილებაზე, ადვოკატირების ინსტრუმენტებზე, ასევე ადვოკატირების სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებზე. მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია შემდეგ თემებზე: ადვოკატირების ბარიერები, საქართველოს სამოქალაქო სექტორში ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარების და ჩეხეთისა და საქართველოს სამოქალაქო სექტორების თანამშრომლობის პერსპექტივები.