kintrishi

მწვანე ალტერნატივამ კომპანია „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“ წარუდგინა შენიშვნები კომპანიის მიერ დაგეგმილი კინტრიშა-2 ჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე

კინტრიშა-2 ჰესის პროექტი გულისხმობს აჭარაში, ქობულეთის რაიონში, მდ. კინტრიშის ხეობაში, სოფელ ქობალაურსა და სოფელ ჭახათს შორის 5.5 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. პროექტი ითვალისწინებს ორ კილომეტრზე მეტ მანძილზე მდინარის წყლის 90%-ის სადერივაციო არხსა და გვირაბში გადაგდებას და მდინარეში მხოლოდ საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10%-ის დატოვებას. პროექტს ახორციელებს კომპანია „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“ და მისი საერთო ღირებულება 8.5 მლნ დოლარია.

მწვანე ალტერნატივას აზრით, საზოგადოებრივი განხილვისთვის წარმოდგენილი პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უხარისხოა და არ ემსახურება მისი მომზადების მიზანს. ანგარიშიდან არ ჩანს, რა ზეგავლენას მოახდენს პროექტი ბუნებრივ გარემოსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე, არ არის შეფასებული ზეგავლენის ხარისხი და არ არის შემოთავაზებული ზეგავლენის შემარბილებელი ღონისძიებები.

ანგარიშში საერთოდ არ არის განხილული ზეგავლენა კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე. მწვანე ალტერნატივას აზრით, ეს აჩენს ეჭვს, რომ დაცულ ტერიტორიებთან სიახლოვის და პროექტის დაცულ ტერიტორიებზე ზეგავლენის საკითხი გამიზნულად არ არის განხილული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში. ეჭვის საფუძველს ქმნის ის გარემოება, რომ 2009 წელს პროექტის თავდაპირველმა ინვესტორმა („აჭარა ენერჯი 2007“) პროექტის განხორციელებაზე სწორედ დაცულ ტერიტორიებთან სიახლოვის გამო განაცხადა უარი.

დაგეგმილ პროექტზე „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანისთვის“ წარდგენილი ეს და სხვა შენიშვნები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ჩამოტვირთეთ დოკუმენტი