gancxadeba

მწვანე ალტერნატივას განმარტებები ხუდონჰესის პროექტის თაობაზე დადებული ხელშეკრულების გადახედვის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებების საპასუხოდ. 

ხუდონჰესის პროექტის კრიტიკის საპასუხოდ, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ბატონმა კახა კალაძემ არაერთხელ გააკეთა განცხადება პროექტის თაობაზე საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ტრანს ელექტრიკა ლიმიტედს“ შორის 2011 წლის აპრილში დადებული ხელშეკრულების გადახედვის მიზნით, 2012 წლის დასასრულს შექმნილი სამუშაო ჯგუფისა და მისი მუშაობის შედეგების შესახებ. მინისტრის განცხადებით, სამუშაო ჯგუფს ხელშეკრულების თაობაზე ჰქონდა მხოლოდ ოთხი შენიშვნა, რომელიც სამინისტრომ გაითვალისწინა და შესაბამისად, ასახა 2013 წლის მაისში ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებებში (იხ. კახა კალაძე გადაცემაში „პოლიტმეტრი“, 2013 წ. 11 ნოემბერი: „რა შენიშვნებიც იქნა წარმოდგენილი, ყველა შენიშვნა იქნა გათვალისწინებული“[1]). ამასთან, მინისტრი პროექტის ოპონენტებს ხშირად ახსენებს, რომ მათ გაუშვეს სამუშაო ჯგუფში თავისი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა (იხ. იგივე წყარო: „თუ არსებობდა კითხვები ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რატომ არ დააყენეს მაშინ? ჩვენ ამისთვის შევქმენით ჯგუფი, რომ თუ არსებობდა რაიმე კითხვები, წარედგინათ მათ“).  ვრცლად