baneri_GA

„მწვანე ალტერნატივამ“ და „სტეფანწმიდამ“ მოამზადეს და პროექტის განმახორციელებელს შპს „დარიალი ენერჯის“ წარუდგინეს შენიშვნები დარიალის ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშსა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმაზე.

პროექტი ითვალისწინებს მდ. თერგის ხეობაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, 110 მეგავატი დადგმული სიმძლავის დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. დარიალი ჰესი ენერგოსისტემას მიუერთდება დარიალის 110 კვ-იანი ხაზით, რომელიც აერთებს საქართველოსა და რუსეთის ენერგო-სისტემებს. პროექტის თანახმად, გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი მოეწოდება საქართველოს ენერგოსისტემას შიდა მოხმარებისთვის, ნაწილი კი, გავა უცხოურ ბაზარზე.

პროექტს ახორციელებს კომპანია „დარიალი ენერჯი“. პროექტის დოკუმენტების თანახმად, პროექტის დაფინანსების საკითხი, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ პროექტი, ნაწილობრივ მაინც, დაფინანსდება ერთ-ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ. ჩამოტვირთეთ დოკუმენტი