abra GA

მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტთან დაკავშირებით. კანონპროექტით შემოთავაზებულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველებისა და მცენარეების გარემოდან ამოღების ახალ წესები და პროცედურები. მწვანე ალტენატივამ განცხადება, ასევე შენიშვნები და რეკომენდაციები გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიუროს წევრებს, კომიტეტებსა და ფრაქციებს, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. იხ. თანდართული განცხადება (2 გვ.) და  შენიშვნები და კომენტარები (8 გვ.)