baneri_GA

მწვანე ალტერნატივას მიმართვა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ხათუნა გოგალაძეს

გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე დაგეგმილი პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მექანიზმის გაუმართაობის და ამის გამოსასწორებლად უმოკლეს ვადაში ზომების გატარების აუცილებლობის თაობაზე

21 იანვარი, 2014

მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ბოლო წლებში ჩამოყალიბებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა საზოგადოებას არ აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის/გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში (რითიც საქართველოს მიერ აღებული არაერთი საერთაშორისო ვალდებულება ირღვევა). იხილეთ ვრცლად

საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან მიღებული პასუხი მწვანე ალტერნატივას განცხადებაზე