ganxadeba

2014 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, შესაძლებელი ხდება პირთან ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის მოსაკრებლის და მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო დაკისრებული ჯარიმისა და საურავის შემცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება.

კანონპროექტის თანახმად, შეთანხმების გაფორმებისას გამოყენებული იქნება საგადასახადო კოდექსის მოქმედი მუხლები - საგადასახადო შეთანხმების დადების უკვე მოქმედი მექანიზმი, რომელიც 2010 წელს მიღებული ახალი საგადასახადო კოდექსით დაინერგა. ამ მექანიზმის თანახმად,  შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა; სწორედ მთავრობა განსაზღვრავს  გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას; თუმცა, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის უფროსს, უფლება აქვს  მიიღოს შეთანხმებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა ნაწილობრივ ან სრულად გაუქმების/გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილება. იხილეთ ვრცლად