baneri_GA

მწვანე ალტერნატივას პოზიცია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირებასთან დაკავშირებითროგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ა.წ. 17 მარტს მიიღო დადგენილებები, რომლებითაც ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირების უფლებამოსილება ჩამოერთვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და გადაეცა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.

სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილებებში განხორცილებულმა ამ ცვლილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ამა თუ იმ სფეროში სახელმწიფოს სტრატეგიისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების აუცილებლობა. ასეთი დოკუმენტების არსებობისა და მათი თანამიმდევრული შესრულების შემთხვევაში, მთავრობის შიგნით გატარებული სტრუქტურული ცვლილებები ბევრად უფრო უმტკივნეულოდ ჩაივლიდა, ვინაიდან ისინი არ შეცვლიდნენ საერთო მიზანს და პირიქით, მის ეფექტურად მიღწევას მოემსახურებოდნენ.