DSC_0203

დღეს, 30 ოქტომბერს, მწვანე ალტერნატივამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგინა შენიშვნები და კომენტარები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდ. ბროლისწყალზე (ხდისწყალზე) დაგეგმილი 6 მგვტ სიმძლავრის ჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშზე. პროექტს ახორციელებს კომპანია „ყაზბეგი ჰესი“. გზშ ანგარიში სამინისტროში წარდგენილია ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად. დღესვე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გზშ ანგარიშის საჯარო განხილვაში.

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად წარდგენილ გზშ ანგარიშზე (30 ოქტომბერი, 2013)

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები კომპანია „ყაზბეგი ჰესის“ მიერ საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებულ გზშ ანგარიშზე (5 სექტემბერი, 2013)

მწვანე ალტერნატივამ ასევე შეისწავლა, თუ როგორ მიიღეს სხვადასხვა დონის სახელმწიფო სტრუქტურებმა ჯერ კიდევ 2012 წელს  გადაწყვეტილება მდინარე ბროლისწყალზე ახალი ჰესის აშენების შესახებ, რა პირობები დაუწესდა კომპანია „ყაზბეგი ჰესს“, როგორ ასრულებს ის დაკისრებულ ვალდებულებებს და როგორ რეაგირებენ შესაბამისი ორგანოები.

საქართველოში კომპანიის ინტერესი უზენაესია: ყაზბეგის რაიონში, მდინარე ბროლისწყალზე დაგეგმილი 6 მგვტ სიმძლავრის ჰესის პროექტის შესახებ