kirnati

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდ. ჭოროხის ბოლო 21 კმ-იან მონაკვეთზე, თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ გეგმავს ჰესების კასკადის მშენებლობას და ექსპლუატაციას. კასკადი შედგება სამი ჰესისგან - კირნათის, ხელვაჩაური I-ის და ხელვაჩაური II ჰესები.

 2012 წლის იანვარში კომპანიამ გარემოს დაცვის სამინისტროსგან უკვე მოიპოვა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ჰესების კასკადის პროექტის განსახორციელებლად და მშენებლობაც დაიწყო, თუმცა, მშენებლობისას კომპანიამ პროექტში შეიტანა მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ:

- გაიზარდა კირნათი ჰესის კაშხლის სიმაღლე და შესაბამისად, გაიზარდა წყლით დასაფარი ტერიტორიის ფართობი და ჰესის დადგმული სიმძლავრე;

- ხელვაჩაური I ჰესის ტურბინების განთავსების დონე დაწეულ იქნა 1-1.5 მეტრით;

- ხელვაჩაური II ჰესის პროექტი კი, საერთოდ შეიცვალა – ნაცვლად კალაპოტური ტიპის ჰესისა იგეგმება ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დერივაციული ტიპის ჰესის მოწყობა.

აღნიშნული ცვლილებების გამო, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ხელახლა მოსაპოვებლად, კომპანიამ ჩაატარა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამატებითი კვლევები კირნათის ჰესისთვის და ხელვაჩაური I-ისა და ხელვაჩაური II ჰესებისთვის და გამოაქვეყნა საჯარო კონსულტაციებისთვის.

გაეცანით მწვანე ალტერნატივას მიერ კომპანიისთვის წარდგენილ შენიშვნებს ჰესების განახლებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებზე:

შენიშვნები მდ. ჭოროხზე ხელვაჩაური I და ხელვაჩაური II ჰესების მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების და დამატებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე (2013  წ. 18 ივლისი)

შენიშვნები მდ. ჭოროხზე კირნათი ჰესის  მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე (2013 წ. 15 ივნისი)