Khudoni

ინდური კომპანია „Trans Electrica Ltd“ გეგმავს  ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ენგურის ხეობაში, 702 მგვტ სიმძლავრის ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის (შემდგომში – ხუდონჰესი) მშენებლობას, რომლის საშუალო წლიური გამომუშავება 1.5 მლრდ. კვტ/სთ შეადგენს. ხუდონჰესის კაშხლისთვის შერჩეული უბანი მდებარეობს ენგურჰესის არსებული თაღოვანი კაშხლის უბნიდან ზედა წელში, კაშხლიდან 32 კმ-ის დაშორებით და სოფელი ხაიშიდან 4 კმ-ით სამხრეთით. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია მდ. ენგურის 519,5 და 700 მ.ზ.დ. ნიშნულებს შორის 364,5 მლნ. კუბ.მ მოცულობის სეზონური რეგულირების ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის თაღოვანი კაშხლის სიმაღლე 200 მეტრია, წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი კი – 528 ჰექტარი.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, პირდაპირი (უშუალოდ დატბორვის ზონაში) და ირიბი ზემოქმედების ქვეშ მოხვდება ხაიშისა და ჭუბერის თემის სოფლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საძოვრები, ტყის მასივები, ორი ეკლესია, საფლავები, მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები, მათ შორის, შუასაუკუნოვანი ხაიშის ციხე და ხაიშში აღმოჩენილი, ჯერ კიდევ შეუსწავლელი, I საუკუნით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლი, ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი გზა, ხოლო გადასახლება მოუწევს დაახლოებით 2000-ზე მეტ ადამიანს, რაც გრძელვადიან პერიოდში გამოიწვევს პოლიტიკური რისკების გაზრდას ქვეყნისთვის.   

იხილეთ: 

შენიშვნები ვრცლად