baneri_GA

ქალბატონებო და ბატონებო,

„მწვანე ალტერნატივა“ გეპატიჟებათ თავისი მორიგი შეფასებითი ანგარიშის განხილვაზე, რომელიც ეძღვნება ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულებას.

2009 და 2011 წლებში მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულების მდგომარეობის ამსახველი ანგარიშები, რომლებიც შესაბამისად მოიცავდა 2007-2008 და 2009-2010 წლების პერიოდებს (ანგარიშები ხელმისაწვდომია „მწვანე ალტერნატივას“ ვებ-გვერდზე: www.greenalt.org). ამჯერად მწვანე ალტერნატივა ამზადებს მორიგ ანგარიშს, რომელიც ასახავს 2011-2012 წლებში მიღწეულ პროგრესს და ამავდროულად, ერთგვარად აჯამებს გეგმის მოქმედების პერიოდში (2006-2013) გატარებულ ღონისძიებებს.

განხილვა შედგება ამა წლის 29 მარტს (პარასკევი), 15:00 სთ-ზე, „მწვანე ალტერნატივას“ ოფისში (ფალიაშვილის ქ. 27/29, მე-2 სართ.).

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. შეხვედრაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ 28 მარტის 18:00 სთ-მდე.

საკონტაქტო პირი:

ნათია ქსოვრელი
ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“
მისამართი: თბილისი, ფალიაშვილის ქ. 27/29
ტელ.: (995 32) 29 27 73, ფაქსი: (995 32) 22 38 74
ელ.ფოსტა: nksovreli@greenalt.org