baneri_GA

მწვანე ალტერნატივა 
გიწვევთ სადისკუსიოდ თემაზე: 
გარემოს დაცვა, ეკონომიკა და ადამინის უფლებები

• როგორ იცვლება საქართველოს სატყეო პოლიტიკა მთავრობების ცვლილებასთან ერთად? რა სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მოაქვს ქართულ სატყეო ინდუსტრიას? გადის თუ არა ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ახალი ზელანდიის, აფრიკის ქვეყნებისა და რუსეთის მსგავს სატყეო რეფორმებზე? 

• მზად ვართ, თუ არა წყლის სააუზო მართვის დანერგვისთვის და რა საფრთხეებს გვიქადის წყლის დაცვასა და მართვაში სახელმწიფო ხელისუფლების როლის გაუცნობიერებლობა? 

• რამდენად თანმიმდევრულია საქართველოს ენერგო-პოლიტიკა? რას გვიქადის ატომური და ქვანახშირის სადგურების, უზარმაზარი კაშხლების მშენებლობა – ენერგოხელმისაწვდომობას, ენერგოუსაფრთხოებას, თუ გაზრდილ ეკოლოგიურ რისკებს მცირე საზოგადოებრივი სარგებლით? 

• არის, თუ არა დამოკიდებული გარემოს მდგომარეობა ქვეყანაში არსებულ დემოკრატიის ხარისხზე? გვაქვს, თუ არა დღეს შესაძლებლობა, ზეგავლენა მოვახდინოთ ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ცვლიან ჩვენს საარსებო გარემოს? 
 

ამ და სხვა საკითხებზე სადისკუსიოდ, გიწვევთ ორდღიან შეხვედრაზე 
25 და 26 ოქტომბერი, 2007 
12:00 სთ-დან – 18:00 სთ-მდე 
სასტუმრო “სიმპათიის” საკონფერენციო დარბაზი 
(გაგარინის პირველი შესახვევი ¹4) 
შეხვედრა ღიაა ყველა მსურველისთვის 
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ: ნათია ქსოვრელს (ტელ.: 22 16 04, 22 38 74, ელ.ფოსტა: natiaksovreli@caucasus.net )