მწვანე ალტერნატივა ითხოვს კანონპროექტის განხილვის შეჩერებას და გარემოს დაცვის სამინისტროს უკანონო ქმედების შესწავლას
17 თებერვალი, 2012 წ.

დღეს მწვანე ალტერნატივამ საქართველოს პარლამენტის თამჯდომარეს, მის მოადგილეებს, საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს წარუდგინა შენიშვნები და კომენტარები “„დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის შესახებ. კანონპროექტი ითვალისწინებს ყაზბეგის რაიონში, მდ. თერგზე მშენებარე დარიალის ჰესის საჭიროებისთვის ყაზბეგის ეროვნული პარკში შემავალი 8.7737 ჰა ფართობის ტერიტორიისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მოხსნას.

მწვანე ალტერნატივა თვლის, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ასევე, ემსახურება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების დაფარვას.

მწვანე ალტერნატივა მოითხოვს, რომ საქართველოს პარლამენტმა შეაჩეროს კანონპროექტის განხილვისთვის პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურები და დაუბრუნოს ის კანონპროექტის ინიციატორს – საქართველოს მთავრობას. ამასთანავე, ორგანიზაცია ითხოვს შესწავლილ იქნეს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჩადენილი უკანონო ქმედება და გატარებულ იქნეს შესაბამისი ღონისძიებები.

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები: ჩამოტვირთეთ დოკუმენტი