enp

წარმოგიდგენთ „მწვანე ალტერნატივა“-ს მორიგი შეფასებითი ანგარიშის პროექტს, რომელიც ეძღვნება ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულებას,

2009 და 2011 წლებში მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულების მდგომარეობის ამსახველი ანგარიშები, რომლებიც შესაბამისად მოიცავდა 2007-2008 და 2009-2010 წლების პერიოდებს (ანგარიშები ხელმისაწვდომია „მწვანე ალტერნატივას“ ვებ-გვერდზე: www.greenalt.org). ამჯერად მწვანე ალტერნატივა ამზადებს მორიგ ანგარიშს, რომელიც ასახავს 2011-2012 წლებში მიღწეულ პროგრესს და ამავდროულად, ერთგვარად აჯამებს გეგმის მოქმედების პერიოდში (2006-2013) გატარებულ ღონისძიებებს.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და კომენტარები მოგვაწოდოთ ამა წლის 18 აპრილამდე მისამართზე: nksovreli@greenalt.org

მიზანი 1: ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება

მიზანი 2: ევროკავშირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება

მიზანი 3: საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციებისა და ოქმების რატიფიცირება

მიზანი 4: გარემოსდაცვითი გეგმებისა და პროგრამების შემუშავება

მიზანი 5.1: წყლის სექტორი

მიზანი 5,2: ნარჩენების სექტორი

მიზანი 6: ადმინისტრაციული სტრუქტურები და პროცედურები

მიზანი 7: სტრუქტურები და პროცედურები გზშ-ს განსახორციელებლად

მიზანი 8: ნებართვის გამცემი და მაკონტროლებელი სტრუქტურები

მიზანი 9: საზოგადოების ინფორმირება და მონაწილეობა

მიზანი 10: გარემოს მდგომარეობის შესახებ რეგულარული ანგარიშები

მიზანი 11: სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება

მიზანი 12: თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან

მიზანი 13: გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრირება სხვა სექტორებში

მიზანი 14: კიოტოს ოქმის და კლიმატის ცვლილების კონვენციის მოთხოვნათა შესრულება

მიზანი 15: ენერგო და ტრანსპორტის პოლიტიკა